ტექნოლოგიების კონფერენცია

8-9 დეკემბერს მასწავლებელთა სახლში ჩატარდა საგანმანათლებლო ტექნოლოგიების რიგით მეხუთე, 2-დღიანი კონფერენცია. აღნიშნულ კონფერენციაში ევროპული სკოლის პედაგოგები აქტიურად იყვენენ ჩართულები – მოხსენებით გამოვიდნენ ჩვენი სკოლის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, შორენა აბესაძე, თემით ,,პროგრამირების სწავლება კომპიუტერული თამაშების გამოყენებით” და ICT და რობოტიქსის პედაგოგი დავით ნოზაძე თემით ,,რობოტიკის სწავლება სკოლაში”.
აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ასევე მოეწყო ტექნოლოგიების გამოფენა, სადაც ჩვენი სკოლის რობოტიკის წრის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა და მათ მიერ შექმნილი საინტერესო ნაშრომები გააცნეს ფართო აუდიტორიას.

Share on: