ა.შ.შ.-ს უნივერსიტეტები EducationUSA-ს მინი-გამოფენაზე ევროპულ სკოლაში

ევროპული სკოლის ამოცანაა, დავეხმაროთ ჩვენს მოსწავლეებს მათ წინაშე მდგარი უმაღლესი განათლების შესაძლებლობებზე ამომწურავი ინფორმაციის მიღებაში.
იმის მიუხედავად, თუ რა ტიპის სასწავლებელს მიანიჭებენ უპირატესობას, ჩვენი ძირითადი მიზანია, გავუმარტივოთ მათ უმაღლესში ჩაბარების კომპლექსური პროცესი, იქნება ეს საზოგადოებრივი კოლეჯი თუ სახელმწიფო სკოლა, რეგიონალური უნივერსიტეტები თუ მსოფლიოს წამყვანი მაღალრეიტინგული, სელექციური ინსტიტუტები.
სწორედ ამიტომ, ვუმასპინძლეთ ამ გამოფენას და ერთ სივრცეში მოვუყარეთ თავი სხვადასხვა ტიპის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დელეგაციებს ა.შ.შ.-დან.

Share on: