"აინშტაინის სკოლა" - ახალი პლატფორმა “ევროპულ სკოლაში“

კანტის აკადემია “ევროპულ სკოლასთან” პარტნიორობით ქმნის ახალ, უნიკალურ პლატფორმას 8-12 წლის მოსწავლეთათვის, სადაც მოზარდებს საშუალება ექნებათ, გაიფართოვონ გონებრივი შესაძლებლობები, გაიუმჯობესონ სწავლის უნარები და განივითარონ ემოციური ინტელექტი.
პროგრამა ეფუძნება სწავლების თანამედროვე მეთოდებს, მათ შორის პრაქტიკულ სწავლებებს, გუნდურ შეჯიბრებებს და შემეცნებით ვიზიტებს. ასევე იგეგმება ბონუს პროგრამა: “მშობლების ქოუჩინგი”, რაც გულისხმობს ფსიქოლოგის საკონსულტაციო შეხვედრებს პროგრამის მონაწილეების მშობლებთან ბავშვთან სწორი ურთიერთობისა და სირთულეების მართვის უზრუნველსაყოფად. დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ , მიმართოთ შესაბამისი პროგრამის კოორდინატორებს.

Share on: