“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების დისკუსია მხატვრული ტექსტისა და მისი ეკრანიზაციის მსგავსება-განსხვავებებზე

9 თებერვალს, “ევროპული სკოლის“ ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა თამარ ცაგარელმა და ევროპული სკოლის მე-5ა და მე-5ბ კლასის მოსწავლეებმა ეკატერინე გაბაშვილის “მაგდანას ლურჯას“ თითქმის ყველა გამოცემა გადაფურცლეს, წაიკითხეს, იმსჯელეს. ESTV-ის ხელმძღვანელმა ირაკლი ჯაოშვილმა ბატონ რ. ჩხეიძისა და თ. აბულაძის “მაგდანას ლურჯაზე“ დააფიქრა მოსწავლეები და კინოხელოვნების იმ ხერხებზე ესაუბრა, რომლებიც ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციისას გამოიყენება.

Share on: