უსაფრთხოების გაკვეთილები “ევროპულ სკოლაში“

2018 წლის 17 მაისს “ევროპული სკოლის“ შიდა ეზოში ქართული პროგრამის II “ბ“ კლასს ჩაუტარდა სამოდელო გაკვეთილი თემაზე “ჩვენ ვსწავლობთ ქუჩაში მოძრაობის წესებს.“
გაკვეთილზე მოწვეული იყო პოლიციის მაიორი, ლევან წიკლაური. პოლიციის მაიორმა ბავშვებს სატრანსპორტო მოძრაობის წესებზე სიმულაციური სწავლება ჩაუტარა. ბავშვებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ყველა აქტივობაში: გაეცნენ საგზაო ნიშნებს, შუქნიშანზე გადასვლის წესებს, ზებრა-გადასასვლელის მნიშვნელობას, ისაუბრეს პატრულის ფუნქცია-მოვალეობებზე. მოწვეულმა სტუმარმა ამომწურავად უპასუხა ბავშვების მიერ დასმულ შეკითხვებს.

Share on: