“ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ლურსმულ დამწერლობას ეცნობიან

შუამდინარეთის ცივილიზაციების შესწავლისას, მე-7ა კლასის მოსწავლეებმა ლურსმულ დამწერლობასაც აუღეს ალღო. “ევროპული სკოლის“ ისტორიის მასწავლებელმა მანანა შეყილაძემ გაკვეთილზე მოსწავლეებს შუმერების მიერ შექმნილი ლურსმული ანბანი, მისი ქართული შესატყვისები და თიხა დაურიგა; მოსწავლეებმა თიხის გუნდისგან ფირფიტები დაამზადეს და ფირფიტაზე საკუთარი სახელები და გვარები ქართულად და ლურსმული ასოებით ამოკვეთეს.

Share on: