სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს წარმომადგენლების ვიზიტი

ევროპული სკოლა
14 Nov 2017 16:02

16 ნოემბერს, 12 საათზე “ევროპულ სკოლაში “გაიმართება სკოლის საზოგადოების შეხვედრა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) დეკანთან საქართველოში, დოქტორ კენ უოლშთან, რომელიც ღონისძიების დამსწრეთ უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებს გააცნობს. ღონისძიების ფარგლებში მოხდება “ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებულის, ოქროს მედალოსნის ანი გვერდწითელის დაჯილდოება საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის( GIG) მიერ დაწესებული სტიპენდიით.