კონფერენცია “კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი“

ევროპული სკოლა
07 Feb 2018 15:05

“ევროპულ სკოლაში,“ ჩატარდება სამეცნიერო-პრაქტიკული კიბერუსაფრთხოების კონფერენცია, სადაც მომხსენებლებთა შორის პირველად, კიბერუსაფრთხოების წამყვან ექსპერტებთან და კრიპტოგრაფებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ სკოლის მოსწავლეებიც.

კონფერენციის დელეგატები წარადგენენ მოხსენებებს კიბერუსაფრთხოებასა და პოსტ-კვანტურ კრიპტოგრაფიაში არსებულ აქტუალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. კონფერენცია ორგანიზებულია სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციის (SCSA) და “ევროპული სკოლის” მიერ.

ღონისძიების ფარგლებში წარდგენილი თემები გამოქვეყნდება თეზისების კრებულში, ხოლი სრული სტატიები – სამეცნიერო-პრაქტიული კიბერუსაფრთხოების ჟურნალში (SPCSJ).

სამეცნიერო კიბერუსაფრთხოების ასოციაციასა (SCSA) და “ევროპულ  სკოლას“ შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.