გასვლითი ვიზიტი იპოდრომზე

პარასკევს, 10 ოქტომბერს, ჩვენი IB საბაზო პროგრამის მე-8 კლასელები იპოდრომს ესტუმრნენ.
ეს ვიზიტი მათთვის ახალი შთაბეჭდილებებითა და გამოცდილებით დატვირთული აღმოჩნდა: ბავშვები ახლოს გაეცნენ ცხენების მოვლის პროცესს, მიიღეს ინფორმაცია ცხენით ჯირითის დადებით გავლენაზე ჯანმრთელობაზე და თავადაც მიიღეს მონაწილეობა ცხენებისა და თავლის მოწესრიგებაში. პროფესიონალმა ინსტრუქტორმა მათ პრაქტიკაში შეასწავლა ცხენის შეკაზმვის, სწორად ჯდომისა და უსაფრთხო ჯირითის წესები.
დასასრულს, მოსწავლეები დაემშვიდობნენ ახალშეძენილ ოთხფეხა მეგობრებს და გადაწყვიტეს, რომ აუცილებლად დაბრუნდებიან მათ სანახავად უახლოეს მომავალში.

Share on: