ექსკურსია წვენების ქარხანაში

7 ნოემბერს 1ბ კლასი იმყოფებოდა წვენების ქარხანა “ კამპაში“. მოსწავლეებმა უყურეს ჩამოსხმის პროცესს, პროდუქტის შეფუთვას და იმყოფებოდნენ საწყობში, სადაც რამდენიმე ათასი წვენი იყო განთავსებული. გაისეირნეს სპეციალური მანქანითაც, რომელსაც წვენები გადაჰქონდა ერთი ადგილიდან მეორეზე. ბოლოს კი ვიზიტის ყველაზე გემრიელი ნაწილი – წვენების დეგუსტაცია გაიმართა.
საბოლოოდ, პატარები აღფრთოვანებულები და დადებითი ემოციებით სავსენი წამოვიდნენ სახლში.

Share on: