Franklin and Marshall College და Worcester Polytechnic Institute სტუმრად ევროპულ სკოლაში

2 ოქტომბერს ჩვენმა სკოლამ უმასპინძლა ა.შ.შ.-ს უნივერსიტეტების – Franklin and Marshall College და Worcester Polytechnic Institute-ის წარმომადგენლებს.
ევროპული სკოლის მოსწავლეები ჩაერთნენ საინტერესო დისკუსიაში სტუმრებთან და მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია მოცემულ კოლეჯებში მიღების პროცესის შესახებ.
ჩვენი საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის მოსწავლეებმა შეიტყვეს, რომ IB პროგრამის სწავლების მაღალი სტანდარტების წყალობით ეძლევათ პრივილეგია, გამონაკლისის სახით დაამთავრონ Franklin and Marshall College სულ რაღაც 3 წელიწადში, რაც ზოგადად, არცთუ მარტივი მისაღწევია ა.შ.შ.-ს უნივერსიტეტებში.
Worcester Polytechnic Institute, რომელიც ერთ-ერთ წამყვან STEM პროფილის უნივერსიტეტად ითვლება, განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ევროპული სკოლის, როგორც STEM მიმართულებაზე ორიენტირებული სკოლის, მოსწავლეებისათვის.

Share on: