“კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი”

23 თებერვალს “ევროპულ სკოლაში” ჩატადა სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “კიბერუსაფრთხოების მომავალი ექსპერტი”, რომელზეც კიბერუსაფრთხოების ექსპერტებთან ერთად მოხსენებები “ევროპული სკოლის” მოსწავლეებმაც გააკეთეს. კონფერენციაზე წარმოდგენილ თემებს პრაქტიკული მნიშვნელობა ჰქონდა მასწავლებლებისა თუ მოსწავლეებისთვის. პერსონალური მონაცემების დაცვა, ონლაინ სივრცეში მოქმედების ეთიკა, მოზარდების უსაფრთხოება კიბერსივრცეში, მომავლის პროფესიები – ეს დღევანდელობის აქტუალური საკითხებია და რჩევებს ამ მიმართულებით უთუოდ დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე საზოგადოების თითოეული წევრისთვის. ამავე დღეს “ევროპულ სკოლასა” და კიბერუსაფრთხოების სამეცნიერო ასოციაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდა.


Share on: