გაეროს ასამბლეა

1 ივლისს “ევროპულ სკოლაში” არასამთავრობო ორგანიზაციის “მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის” მიერ ორგანიზებული პროექტი, “გაეროს ასამბლეა” დასრულდა.
ღონისძიების დახურვის ცერემონიალზე დელეგატების მიერ წარდგენილი სარეზოლუციო პროექტებიდან 5 საუკეთესო გამოვლინდა. პროექტები 1000, 500 და 250 ლარით დაჯილდოვდა, ავტორები თავიანთი იდეის განხორციელებას სექტემბრიდან დაიწყებენ.
დახურვის ცერემონიალზე ასევე დაჯილდოვდნენ ლიდერები, დელეგატები, მოწვეული სპიკერები და მხარდამჭერები. დელეგატებს სიტყვით მიმართეს და წარმატებები უსურვეს სხვადასხვა ორგანიზაციებისა და საელჩოების წარმომადგენლებმა.
ღონისძიებას მუსიკალურად აფხაზეთის კულტურისა და ხელოვნების როკ ბენდი “ოცნება” აფორმებდა.

Share on: