აკრედიტაცია

ქართული პროგრამა

2007 წელს”ევროპულმა სკოლამ” ფუნქციონირება დაიწყო ეროვნული ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამით. 2007 წლის 19 ივნისს “ევროპულმა სკოლამ” მიიღო ლიცენზია საგანმანათლებლო საქმიანობაზე.

2009 წელს დამტკიცდა შპს “ევროპული სკოლის” სასაქონლო ნიშანი.

2010 წელს “ევროპულმა სკოლამ” განათლებისა და მეციერების სამინისტროს ავტორიზაცია მიიღო, 2016 წელს კი რეავტორიზაცია.

 

საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) პროგრამები

2009 წლის 9 დეკემბერს “ევროპულ სკოლას” მიენიჭა საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის ავტორიზაცია და ოფიციალურად გახდა საერთაშორისო ბაკალავრიატის მსოფლიო სკოლა – “IB World School”. ამ სტატუსმა “ევროპულ სკოლას” საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის სწავლების ოფიციალური უფლება მიანიჭა.2015 წელს “ევროპული სკოლის “სადიპლომო პროგრამამ წარმატებით გაიარა რეავტორიზაცია.

2012 წლის 2 ნოემბერს “ევროპულმა სკოლამ” მიიღო საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამის (MYP) ავტორიზება, 2017 წელს კი- რეავტორიზაცია.

2016 წელს “ევროპულმა სკოლამ” გაიარა საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამის (PYP) ავტორიზაცია.

 

ამერიკული უმაღლესი სკოლა (AHS)

2012 წლიდან “ევროპული სკოლის” ამერიკული განათლების დეპარტამენტმა AED-მ მოიპოვა ლიცენზია და ატარებს გამოცდებს PSAT-ის, SAT-ისადა AP-ისპროგრამებში.

ამერიკულმა სკოლამ 2015 წლის ივნისში მიიღო ამერიკული სააკრედიტაციო ორგანიზაციის AdvancED-ისა და კოლეჯებისა და სკოლების ჩრდილო ცენტრალური ასოციაციის (North Central Association of Colleges and Schools) აკრედიტაცია.

 

ევროპული სკოლა

2015 წლის ნოემბრიდან “ევროპული სკოლა” არის College Board-ის წევრი, 2016 წელს კი სკოლა გახდა საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრი.