ამერიკული უმაღლესი სკოლის ტური საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

06.12.2017

21 ნოემბერს ამერიკული სკოლის მე_8 და მე_9 კლასის მოსწავლეები გიორგი ჭუმბურიძეს და ჯოზეფ ბლეიქთან ერთად ეწვივნენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს. მოსწავლეებს მუზეუმის გიდმა დაათვარიელებინა ისეთი განძეულობები როგორიცაა: ოქროს და ვერცხლის ძვირფასი ქვები და მონეტები. ისინი ასევე ესტუმრნენ დარბაზებს, სადაც ნათლად იყო ასახული ადამიანის განვითარება პალეოლითის და ნეოლითის ხანებში; აქვე იხილეს ქართული ეროვნული ტანისამოსი და საბჭოთა კავშირის ისტორიის ამსახველი ექსპონატები.
მე_8 კლალის მოსწავლე, მარიამ ჩახნაშვილი: “მუზეუმში ვიზიტმა ისტორიის გაკვეთილზე განხილული ყველა საინტერესო თემა გააცოცხლა და თვალწინ დაგვიყენა მსოფლიო ისტორია ძველი ქვის ხანიდან ეგვიპტის, საბერძნეთის, რომის და ჩინეთის ცივილიზაციებამდე“.

Share on: