ბიბლიოთეკა

 

“ევროპული სკოლის“ ბიბლიოთეკა ემსახურება სკოლის საზოგადოებას. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ უწყვეტ სწავლას.
ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საშუალებაა სკოლებსა თუ სასწავლო დაწესებულებებში, რომელიც მოსწავლეს ეხმარება მრავალფეროვანი რესურსის გამოყენების, კვლევების წარმოებასა უნარის განვითარებაში და აკადემიური მოსწრების გაუმჯობესებაში.
ბიბლიოთეკა დიდ სამსახურს უწევს მოსწავლეებსა და პედაგოგებს საჭირო ელექტრონული და ბეჭდური რესურსებით უზრუნველყოფის მხრივ.
ბიბლიოთეკის გამოყენებით მოსწავლეებს შეუძლიათ, ჩაერთონ როგორც ინდივიდუალურ, ასევე ჯგუფურ სამუშაოებში, შეასრულონ საშინაო დავალება, ან გაეცნონ სასარგებლო ლიტერატურას.
“ევროპულ სკოლაში“ მოქმედებს ორი ბიბლიოთეკა. ერთი ბიბლითეკა სკოლის საერთაშორისო პროგრამებს უწყობს ხელს, მეორე კი – ეროვნულ სასწავლო გეგმას.

“ევროპული სკოლის“ წიგნსაცავი 14 000 წიგნს აერთიანებს.

წიგნები არა მხოლოდ ინგლისურად და ქართულად, არამედ სხვა მრავალ ენაზეა (ფრანგულ, გერმანულ, ბერძნულ, სპარსულ და რუსულ ენაზე) ხელმისაწვდომი.
ორივე ბიბლიოთეკა ხელსაყრელ გარემოს ქმნის კვლევებისა და სასწავლო პროცესისთვის შესაბამისი სხვა საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
ბიბლიოთეკაში არის საკითხავი სივრცე. აქვეა, ასევე, კომპიუტერები ინტერნეტით სარგებლობისთვის.
საერთაშორისო პროგრამების ბიბლიოთეკა ელექტრონულ მონაცემთა ბაზა Questa-ს გამოწერის შესაძლებლობას იძლევა, რომელიც ბიბლიოთეკის მომხმარებლებისთვისაა ხელმისაწვდომი. ამ რესურსის მეშვეობით რეგისტრირებულ მომხმარებელს წვდომა აქვს 83 000 ტიპის პუბლიკაციაზე, წიგნზე, პერიოდულ გამოცემასა და სხვა რესურსზე.
გარდა ამისა, ბიბლიოთეკის ნორჩი მკითხველები იყენებენ Raz Kids-ს (ვირტუალური ბიბლიოთეკა დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის).

ბიბლიოთეკით სარგებლობის სახელმძღვანელო (ქართულად)

 

       

 

ბიბლიოთეკის სამუშაო საათები 9:00-17:00
ბიბლიოთეკა მდებარეობს მეექვსე სართულზე.

 

დაგვიკავშირდით:

IB პროგრამის ბიბლიოთეკარი
ელენე სიდამონიძე
e.sidamonidze@europeanschool.ge
IB/AHS ბიბლიოთეკარი
თამარ ბეჟუაშვილი
tamar.bezhuashvili@europeanschool.ge
ქართული პროგრამის ბიბლიოთეკარი
ნინო კახიანი
n.kakhiani@europeanschool.ge