ბუნებრივი რესურსების დაზოგვა და ნარჩენების გადამუშავება “ ევროპულ სკოლაში“

04.12.2017

“ევროპულ სკოლაში“ ყოველწლიურად მოსწავლეები ერთვებიან ისტ-ის პედაგოგის დავით ნოზაძის მიერ ინიცირებულ “მწვანე კვირეულში“. წელს კვირეულის ფარგლებში მოსწავლეები შეხვდნენ გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განთლების ცენტრის წარმომადგენლებს, რომელებიც მწვანე საფარის მნიშვნელობასა და მისი დაზოგვის აუცილებლობაზე ესაუბრნენ მოსწავლეებს; პატარები ასევე შეხვდნენ პირველი ქართული ელექტრონული წიგნების შემქმნელს სანდრო ასათიანს. შეხვედრა ემსახურებოდა ელექტრონული წიგნების გამოყენების წახალისებას; მოსწავლეებმა კვირეულის ფარგლებში გადაამუშავეს მაკულატურა , მეორადი ქარალდით კი შექმნეს საგანმანათლებლო რესურსები; “ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ეწვივნენ “ტოიოტას“ ცენტრს და გაეცნენ სხვადასხვა ტიპის მავნე ნარჩენების შეგროვების და გადამუშავების საშუალებებს.

“მწვანე კვირეულის“ მსვლელობისას ყველა ასაკობრივი ჯგუფი აგროვებდა მაკულატურას, რასაც ერთგვარი შეჯიბრის სახე ჰქონდა. გამარჯვებული კლასი კვირეულის ბოლოს გამოვლინდა. პირველ ადგილზე გავიდა ქართული პროგრამის მე-2ბ კლასი, მეორე ადგილი ერგო PYP მე-4 კლასს, მე-3 ადგილი კი დაიკავა ქართული პროგრამის მე-4 კლასმა. გამარჯვებულ ჯგუფს მიეცა საშუალება, ეწვიოს ქაღალდის გადამამუშავებელ საამქროს და ასევე “წიგნის მუზეუმს“.

Share on: