გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი-“ ევროპული სკოლის“ ახალი პარტნიორი უნივერსიტეტი

08.02.2018

7 თებერვალს “ევროპულ სკოლასა” და გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალი ჩატარდა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში, სადაც სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად სტუმრად ქართული პროგრამის მე-10-11 კლასის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ. ვიზიტი მეტად საინტერსო აღმოჩნდა მოსწავლეებისთვის. საუნივერსიტეტო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, მოზარდებს საშუალება მიეცათ, პირადად რექტორის, პროფესორი მამუკა თავხელიძის მეგზურობით დაეთვალიერებინათ შენობა, სალექციო თუ სასემინარო აუდიტორიები, ექსპერიმენტული ლაბორატორიები და სხვ. განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოსწავლეებზე კრიმინალისტიკის ლაბორატორიამ მოახდინა, სადაც მოზარდებმა “გამოძიების ლაბირინთები“ გაიარეს ექსპერტ-კრიმინალისტების დახმარებით. თანამშრომლობის პერსპექტივებზე მსჯელობისას გამოიკვეთა, რომ ჩვენი მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანი იქნება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის Teen Academy-ში ჩართვა მომავალი პროფესიის არჩევისას სწორი, ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად.

Share on: