ევროპის დღე “ევროპულ სკოლაში“

08.05.2018

2018 წლის 7 მაისს, “ევროპულ სკოლაში“ ევროპის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა დაათვალიერეს მოსწავლეების მიერ მოწყობილი გამოფენა. გამოფენაზე ნაჩვენები იყო ევროკავშირის წევრი ქვეყნების ღირსშესანიშნაობები, ტრადიციები, კულტურა და სამზარეულო.
მოწვეულ სტუმრებს შორის გახლდათ ევროპული ქვეყნების ელჩები, სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ბატონი მიხეილ ჯანელიძე. მინისტრმა ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, ევროპის დღე მიულოცა და ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პრიორიტეტებსა და ამ პროცესში განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
“ევროპულ სკოლაში“ ევროპის დღის აღნიშვნა უკვე ტრადიციად არის ქცეული – ევროპის დღე უკვე მერვედ აღვნიშნეთ. როგორც საერთაშორისო სკოლა, ჩვენ ხელს ვუწყობთ მოსწავლეებს, გახდნენ გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო მოქალაქეები, გაეცნონ სხვადასხვა ქვეყნების ტრადიციებს და გაიზიარონ მათი მრავალფეროვანი კულტურა.

Share on: