ევროპული სკოლისა და ბრიტანეთის საბჭოს უპრეცედენტო თანამშრომლობა

01.02.2018

2017 წლის ნოემბრიდან “ევროპული სკოლა” და ბრიტანეთის საბჭო თანამშრომლობენ ინგლისური ენის სწავლა-სწავლების პროექტში, რომელიც სამ წელს გაგრძელდება.
ბრიტანეთის საბჭო აღიარებული ლიდერია ინგლისური ენის სწავლებაში. მას ასევე გააჩნია მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაის უნიკალური გამოცდილება. ამ ყოველივეს გათვალისწინებით აირჩია “ევროპულმა სკოლამ” ბრიტანეთის საბჭო პარტნიორად და გადაწყვიტა, სწორედ ენის სწავლების მათი მოდელი დანერგოს.
“ევროპულ სკოლაში” ინგლისური ენის სწავლა-სწავლების პროექტს ბრიტანეთის საბჭოს რამდენიმე თანამშრომელი წარმატებით განახორციელებს, მათ შორისაა სასწავლო ცენტრის მენეჯერი სტივენ შელი.

 

Share on: