“ევროპული სკოლის“ მოსწავლეების მორიგი წარმატება

19.06.2018

“ევროპულმა სკოლამ“ 163 ქვეყანას შორის საქართველოს სახელით მიიღო მონაწილეობა ოლიმპიადაში “Genius – International High School Environmental Project.”

ჩვენმა წარმატებულმა მოსწავლეებმა, ანა ბზიკაძემ და ანა წულაიამ ბიოლოგიის პროექტში ჩვენი ქვეყანა ასახელეს და ოქროს მედლებიც მოიპოვეს. ისინი საუკეთესო ექვსეულში შევიდნენ და მიიღეს სამხრეთ კორეაში მოგზაურობის სრული დაფინანსება.

GENIUS ოლიმპიადა წარმოადგენს საერთაშორისო შეჯიბრს მეცნიერებაში, ხელოვნებაში, მხატვრულ წერასა და არქიტექტურულ დიზაინში. ოლიმპიადას ორგანიზებას უწევენ: State University of New York at Oswego და Terra Science and Education Foundation.

Share on: