ენის შესწავლა და სპორტული ცხოვრება ქ. ბერლინის ბანაკში: “Sport_ und KreativCamp Wannese”

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ, ორი კვირის განმავლობაში გაიღრმავონ ინგლისური ენის ცოდნა გერმანიაში, ქ. ბერლინში.

თარიღი: 15/07/2018-28/08/2018.

პირობები/ბანაკის აღწერა:

კურსში მონაწილეობა შეუძლიათ 7-13 წლის ასაკის მოსწავლეებს;

მეცადინეობები ჩატარდება ყოველდღიურად  9:00 -13: 00 საათების ინტერვალში;

მეცადინეობების შემდეგ მოსწავლეები დაკავდებიან სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით;

ბანაკი მდებარეობს ბერლინის ცენტრში;

მეცადინეობებს ატარებენ მოწვეული მასწავლებლები  დიდი ბრიტანეთიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან;

სწავლის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატები;

შაბათ-კვირას მოსწავლეებს ექნებათ საშუალება, მოინახულონ ბერლინისა და პოტსდამის ღირსშესანიშნაობები “ევროპული სკოლის“ გერმანული ენის მასწავლებლის, ნინო ფალავანდიშვილის თანხლებით.

პაკეტის ღირებულება: 1880 ევრო.

სრული პაკეტი მოიცავს: მგზავრობას თვითმფრინავით, ტრანსპორტირება აეროპორტიდან ბანაკის მიმართულებით და უკან, ცხოვრების ხარჯებს, სწავლას, სამჯერად კვებას, ექსკურსიებს, დაზღვევას.

დაინტერესების შემთხვევაში, 2018 წლის 1 მარტამდე მიმართეთ საკონტაქტო პირს, ნინო ფალავანდიშვილს ტელეფონის ნომერზე: +995 597 99 91 84

Share on: