ესტონეთის ელჩის სტუმრობა

01.12.2018

2018 წლის 30 ნოემბერს ევროპულმა სკოლამ უმასპინძლა ესტონეთის რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ქალბატონ კაი კაარელსონს.
ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრაზე ელჩმა ისაუბრა ესტონეთის მიღწევებზე საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და სახელმწიფო სერვისებში და განიხილა ამ მიმართულებით საქართველოს განვითარების სამომავლო შესაძლებლობები.
ამის შემდეგ, ევროპული სკოლის მოსწავლეებმა სტუმარს ჩაუტარეს სკოლის ტური და დაათვალიერებინეს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ინფრასტრუქტურა, მათ შორის ახლადგახსნილი ინოვაციების ლაბორატორია ფაბლაბი. ფაბლაბის არსებობა სკოლის სივრცეში უპრეცედენტო სწავლების მოდელია ქართული განათლების სფეროსათვის და შესაძლებლობას მისცემს მოსწავლეებს, თანამედროვე ტექნოლოგიებთან ყოველდღიური შეხებით მიიღონ STEM ცოდნა ჯერ კიდევ დაწყებითი კლასებიდან. ევროპულ სკოლაში დანერგილი სწავლების მეთოდოლოგიის გაცნობის შემდეგ, ელჩმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი მსგავსი პროექტების მნიშვნელობას ინოვატორების მომავალი თაობის აღზრდისა და ქვეყნის განვითარებისათვის.
გვსურს, დიდი მადლობა გადავუხადოთ ქალბატონ კაი კაარელსონს და ვიმედოვნებთ, ეს ვიზიტი გააძლიერებს საქართველოში ესტონურ სათვისტომოსა და ევროპულ სკოლას შორის ურთიერთობებს.

Share on: