თანატოლების მხარდასაჭერად!

26.01.2018

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეებისთვის არ არის უცხო საზოგადოების სამსახური, გარემოში არსებულ პრობლემებზე ფიქრი. ჩვენი მოზარდები აქტიურად არიან ჩართულნი საკუთარი ინიციატივით წამოწყებულ თუ მასშტაბურ, საერთაშორისო საქველმოქმედო აქციებში. დეკემბრის თვეში “ევროპული სკოლის“ მოსწავლეებმა საახალწლო ბაზრობა მოაწყვეს და საკუთარი ხელით შექმნილი ნივთების გაყიდვით შეგროვილი თანხით ბევრი სასიკეთო საქმეც გააკეთეს. ამ ჩამონათვალას დაემატა 25 იანვარს თბილისის ერთ-ერთ დღის ცენტრში სტუმრობა, სადაც სკოლის მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარემ, სოფო ნონიკაშვილმა, სკოლის თანმშრომლებთან ერთად, “ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა სახელით, ზამთრის ფეხსაცმელები მიუტანა საჩუქრად თანატოლებს. გახარებულ პატარებს აღარ სურდათ მზრუნველი თანატოლის გაშვება და მათთან დარჩენას სთხოვდნენ. სამომავლოდ “ევროპული სკოლა“ კიდევ მრავალ საინტერესო ღონისძიებას დაგეგმავს დღის ცენტრის აღსაზრდელებისთვის.

 

Share on: