“კოდირების საათი“ ევროპულ სკოლაში

08.12.2017

“კოდირების საათი“ უდიდესი აქტივობაა, რომელიც მთელ მსოფლიოში ტარდება. აქტივობის მიზანია მაქსიმალურად ბევრი მოსწავლის ჩართვა კოდირების პროცესში.
ისტ-ის პედაგოგის დავით ნოზაძის ინიციატივით, “ევროპული სკოლაც“ ჩაერთო აღნიშნულ ღონისძიებაში და ამ ფორმით დარეგისტრირდა მსოფლიო რუკაზე. ,,კოდირების საათში“ ისტ დეპარტამენტის ყველა თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.
4 – 8 დეკემბერს გამართულ “კოდირების კვირეულში“ მრავალფეროვანი ღონისძიებები ჩატარდა: პატარები გაეცნენ კოდირების მნიშვნელობას და თავად შექმნეს თამაშები; უფროსკლასელებმა გაიღრმავეს პრაქტიკა, მათთვის ჩატარებული გაკვეთილები კი უფრო საინტერესო, ინფორმაციული და კრეატიული გახდა; საინტერესო იყო შეხვედრა itechnic -ის წარმომადგენლებთან, რომლებმაც პატარები ipad-ის საშუალებით კოდის წერაში ავარჯიშეს.

Share on: