კურსდამთავრებულთა ასოციაცია

“ევროპული სკოლის” კურსდამთავრებულებთან ურთიერთობის 10-წლიანმა გამოცდილებამ დაადასტურა “ევროპული სკოლის” ერთ-ერთი პრიორიტეტის მართებულობა – “ევროპული სკოლელობა” სტატუსია არა მხოლოდ “ევროპულ სკოლაში” მოსწავლეობის წლებში, არამედ მისი დამთავრების შემდგომაც. კურსდამთავრებულებისთვის, რომლებიც წარმატებით ირიცხებიან და ასევე წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში, ევროპისა და ამერიკის პრესტიჟულ უნივერსიტეტებში “ევროპული სკოლელობა” გამაერთიანებელი ნიშაა, რომლითაც ამაყობენ, რომელსაც აფასებენ და ერთმანეთთან ურთიერთობით ამყარებენ.

ამის დასტურია “ევროპული სკოლის” “კურსდამთავრებულთა ასოციაცია“, რომელიც 2 წლის წინ დაფუძნდა. ასოციაცია ხელს უწყობს “ევროპულ სკოლასა” და  “ევროპულ სკოლელებს” შორის უწყვეტი კავშირის ორგანიზებას და სკოლის სიძლიერეს და,  რაც მთავარია, თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს გამოწვევების შესაბამისი პრიორიტეტების წამოწევას.

 

კურსდამთავრებულთა პლატფორმის პრეზიდენტი
ირაკლი კიკორია
i.kikoria@europeanschool.ge

“ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებულთა პლატფორმისა და “ევროპული სკოლის“ ადმინისტრაციის სახელით გილოცავთ სკოლის დამთავრებას! სწავლის ხანგრძლივი პროცესი საბოლოოდ დასრულდა, თქვენ მიერ გაწეული დიდი შრომისა და ძალისხმევის შედეგს კი მალე თავადვე იხილავთ.

ახლა უკვე “ევროპული სკოლის“ კურსდამთავრებულები ხართ, ამიტომ მინდა მოკლედ გიამბოთ იმის შესახებ, თუ რატომ შეიქმნა კურსდამთავრებულთა პლატფორმა და რა მიზანს ემსახურება იგი.

პლატფორმის მიზანია, ჩვენ, კურსდამთავრებულებმა, გავაძლიეროთ და ხელი შევუწყოთ ჩვენი სკოლის განვითარებას, რაც აუცილებლად მიიღწევა ასოციაციის საქმიანობაში ჩვენი აქტიური ჩართულობითა და მისი განვითარებით.

პლატფორმის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი სხვადასხვა საკითხში სკოლის მოსწავლეების დახმარებაა; კერძოდ, შეიქმნება ფონდი, რომელიც გამორჩეულ მოსწავლეებს სწავლის საფასურის გადახდაში დაეხმარება. ფონდში თანხა შეგროვდება კურსდამთავრებულთა შემოწირულობების საშუალებით.

ამის გარდა, ჩვენ გვსურს “ევროპული სკოლის” მოსწავლეებისათვის გავმართოთ სხვადასხვა თემატიკის ღონისძიებები, როგორებიცაა: საჯარო ლექციები, საკონსულტაციო შეხვედრები და ტრენინგები, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსწავლეების პროფესიულსა და პიროვნულ განვითარებას. პლატფორმის წევრების ინიციატივით გაიმართება საქველმოქმედო ღონისძიებებიც.

კურსდამთავრებულთა პლატფორმა დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი სკოლის განვითარებაში.

ასე რომ, შემოგვიერთდით ​!

Facebook: თუ ჯერ არ ხართ “ევროპული სკოლის” კურსდამთავრებულთა პლატფორმის ჯგუფის წევრი, გთხოვთ, შემოგვიერთდეთ! ჯგუფის წევრობა მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ გქონდეთ ინფორმაცია დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ და სურვილისამებრ, მონაწილეობა მიიღოთ მათ ორგანიზებაში.

კურსდამთავრებულებიმონაცემთა ბაზა: ჩვენი პლატფორმის ზრდას ხელს შეუწყობთ თქვენი მონაცემების ჩვენს ბაზაში შეტანით. მონაცემების ცვლილების შემთხვევაში ეცადეთ, განაახლოთ თქვენს შესახებ ინფორმაცია ჩვენს ბაზაში, რათა გაგვიმარტივდეს თქვენთან დაკავშირება. მონაცემების შევსება შეგიძლიათ მოცემული კითხვარის შევსებით.

კიდევ ერთხელ მოგესალმებით “ევროპული სკოლის“ ადმინისტრაციისა და კურსდამთავრებულთა პლატფორმის სახელით. იმედი მაქვს, აქტიურად ჩაერთვებით პლატფორმის საქმიანობაში და წარმატებულად ვითანამშრომლებთ!

გილოცავთ!

 

ქართული პროგრამა 2012

ქართული პროგრამა 2013

ქართული პროგრამა 2014

ქართული პროგრამა 2015

ქართული პროგრამა 2016

ქართული პროგრამა 2017

ქართული პროგრამა 2018

IB World School 2012

IB World School 2013

IB World School 2014

IB World School 2015

IB World School 2016

IB World School 2017

IB World School 2018

American High School 2015

American High School 2016

American High School 2017

American High School 2018