ლაბორატორიები

ევროპულ სკოლაში არის:

5 კომპიუტერული ლაბორატორია

კომპიუტერული ლაბორატორიები განკუთვნილია მოსწავლეებისთვის და პედაგოგებისთვის. ლაბორატორიებში მუშაობა შესაძლებელია როგორც MS Windows, ასევე Mac OS ოპერაციულ სისტემასთან. ოთხი ლაბორატორია აღჭურვილია თანამედროვე სამაგიდე კომპიუტერებით (Desktop Computers), ხოლო ერთი – ლეპტოპ კომპიუტერებით; ლაბორატორიაში კომპიუტერების რაოდენობა გათვლილია პრინციპით: ”ერთი მოსწავლე – ერთი კომპიუტერი!”; ყველა კომპიუტერი ჩართულია ინტერნეტში. ლაბორატორიებში იყენებენ ინტერქტიულ დაფას (IWB), პრინტერს, სკანერს, ვებკამერას, ყურთსასმენებს და სხვა ტექნოლოგიებს მაღალი ხარისხის სწავლების უზრუნველსაყოფად.

MAC ლაბორატორია

2 რობოტიქსის ლაბორატორია

Lego ლაბორატორია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის და Robotics Lab საბაზო კლასების მოსწავლეებისთვის. ორივე ლაბორატორია აღჭურვილია საჭირო სასწავლო რესურსებით, კომპიუტერებით, ინტერნეტით, ინტერაქტიული დაფით და სხვა.

ლეგო

SMART KIDS ლაბორატორია

ლაბორატორია განკუთვნილია დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის; ლაბორატორიაში მუშაობის დროს მოსწავლეები იყენებენ ინტერაქტიულ დაფას (SMART Board® 6000 series interactive flat panels) და ინტერაქტიულ მაგიდა-კომპიუტერებს (SMART Table 442i®). გაკვეთილის მიზნებიდან გამომდინარე, სპეციალურად შექმნილი აქტივობების საშუალებით მოსწავლეები ხალისით სწავლობენ არა მხოლოდ საგანს, არამედ ეცნობიან ტექნოლოგიურ სიახლეებს, უვითარდებათ თანამშრომლობის, კომუნიკაციის და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები.

MLL

უცხო ენების სწავლებისთვის განკუთვნილი MLL – Multimedia Language Lab ლაბორატორია, რომელიც აღჭურვილია ლეპტოპებით, ყურთსასმენებით, ხმის ჩამწერი მიკროფონებით, პრინტერით, პროექტორით და სპეციალური კლასის მართვის პროგრამული უზრუნველყოფით (Net Control 2 Classroom).

ისტ ინფრასტრუქტურა ასევე აერთიანებს კომპიუტერების ქსელს ორივე ბიბლიოთეკაში, კათედრებზე და ყველა საკლასო ოთახში. ყველა კომპიუტერი ჩართულია ინტერნეტის ქსელში (24/7); ყველა საკლასო ოთახში და საკონფერენციო დარბაზებში დამონტაჟებულია პროექტორები სასწავლო პროცესის მაღალ დონეზე წარმართვის უზრუნველსაყოფად. სკოლის ორივე ბლოკი უზრუნველყოფილია უკაბელო Wi-Fi ტექნოლოგიით.

საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ლაბორატორიები

საბუნებისმეტყველო მეციერებებისა და ბიოლოგიის კაბინეტი

ევროპულ  სკოლის ლაბორატორიათა შორის ერთ–ერთი კეთილმოწყობილი საბუნებისმეტყველო მეციერებებისა და ბიოლოგიის კაბინეტია. კაბიეტი მოიცავს  როგორც ლაბორატორიული სამუშაოების, ასევე ლექცია-გაკვეთილების ჩასატარებელ სივრცეს. კაბინეტში შექმნილია ყველა პირობა თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი  გაკვეთილებისა და ლაბორატორიული სამუშაოების ჩასატარებლად. დამონტაჟბულია კომპიუტრი და პროექტორი, აღჭურვილია ონკანებით.

ლაბორატორიას აქვს  მდიდარი ვიდეოთეკა,  ბიოლოგიური პროცესების ამსახველი სქემები, დიაგრამები, პლაკატები, ადამიანის ორგანოების მულაჟები. იგი აღჭურვილია  გამადიდებელი ხელსაწყოებით – ლუპებით, თანამედროვე მიკროსკოპებით, ელექტრონული საწონებით, სპექტროფოტომეტრით, ელექტროფორეზის ჩასატარებელი მოწყობილობით და სხვა მრავალი ექსპერიმენტისთვის საჭირო საშუალებებით, რომელიც  მოსწავლეებს აძლევს ბიოლოგიურ პროცესებზე უშუალოდ დაკვირვების შესაძლებლობას.

კაბინეტთან ფუნქციონირებს მცენარეებიით მდიდარი ორანჟერეა და აკვარიუმი.

ფიზიკის ლაბორატორია

ფიზიკის  ლაბორატორიის ინფრასტრუქურა შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს. მოსწავლის სამუშაო  მაგიდები უზრუნველყოფილია როგორც  მუდმივი, ისე ცვლადი ელექტრული დენით, წყლითა და ხელოვნური გაზით. მოწყობილობების მართვა ხდება მასწავლებლის სამუშაო მაგიდიდან, რაც მას საჭიროების შემთხვევაში სისტემის გამორთვის შესაძლებლობას აძლევს. ლაბორატორია აღჭურვილია სტანდარტული ხელსაწყოებით, ასევე გააჩნია ლაზერის წყარო, უიტსტონი ბოგირი (ელექტრობაში), ციფრული სენსორები, რომლებიც WiFi წყაროს მოწყობილობით უკავშირდება კომპიუტერულ პროგრამას.  სკოლას აგრეთვე გაჩნია ტელესკოპი ციურ სხეულებზე დაკვირვებისთვის. მოსწავლეებს ეძლევათ ყველა რესურსის ლაბორატორიულ სამუშაოებში გამოყენების შესაძლებლობა, მათ ხელთაა ასევე  პროფესორ დ. სონღულაშვილის მიერ შექმნილ ვირტუალური ლაბორატორია.

ქიმიის  ლაბორატორია

ქიმიის  ლაბორატორიის ინფრასტრუქტურა შეესაბამება თანამედროვე მოთხოვნებს.  სამუშაო მაგიდებთან მიყვანილია დენი და წყალი. კაბინეტი აგრეთვე აღჭურვილია  სტანდარტული  და  თანამედროვე  ციფრული  ხელსაწყოებით, როგორიცაა PH-მეტრი, წნევის და ტემპერატურის სენსორები, კოლორომეტრი, სპექტრომეტრი, თერმოსტატი, ტიტრიმეტრი, ცენტრიფუგა, დისტილატორი,  ქაღალდის ქრომატოგრაფი, თერმოსტატი,  აგრეთვე ნივთიერებების მოდელებით, ბუნებრივი მინერალების ნიმუშებით. ციფრული ხელსაწყოების დახმარებით მონაცემების აღრიცხვა ხდება პირდაპირ კომპიუტერულ პროგრამაში. მოსწავლეებს  საშუალება  ეძლევათ  ჩაატარონ   სხვადასხვა სახის ცდა და ექსპერიმენტი.