ლოგოპედიური სამსახური

მოსწავლეთა დახმარების ცენტრი გთავაზობთ ლოგოპედიურ სამსახურს, რათა დახმარება გაუწიოს მეტყველების დეფექტის მქონე მოსწავლეებს.

ჩვენი სკოლის ლოგოპედიური კაბინეტი აღჭურვილია ყველა საჭირო დიდაქტიკური თუ ტექნიკური მასალით. სამუშაო პროცესში ჩართულია ისეთი ნოვატორული მეთოდები, როგორებიცაა: ლოგორითმიკა, რელაქსაციური და ფსიქოთერაპიული მეთოდები, ლოგოპედური მასაჟი როგორც სამეტყველო აპარატის, ასევე თითების.

ლოგოპედი სათანადო დახმარებას უწევს როგორც სკოლის მოსწავლეებს, ასევე ბაღის აღსაზრდელებს.  ტარდება ჯგუფური და ინდივიდუალური მეცადინეობები.

უმჯობესია, ადრეული ასაკიდანვე მივაქციოთ სათანადო ყურადღება მეტყველების განვითარებას. სრულფასოვანი მეტყველებიდან მცირე გადახრაც კი უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. მოზარდი დამოუკიდებლად, პროფესიონალი ლოგოპედის დახმარების გარეშე ვერ შეძლებს პრობლემის გადაჭრას. მედიკამენტურ მკურნალობას არ შეუძლია სამეტყველო დეფექტების გამოსწორება. არსებობს ერთადერთი გზა – ლოგოპედის დახმარება, რომლის მეთოდიკაც დღითიდღე იხვეწება და ვითარდება.

“ევროპული სკოლის“ პროფესიონალ, მაღალკვალიფიციურ ლოგოპედებს ხელეწიფებათ, გამოასწორონ ბავშვის მეტყველებაში არსებული ნაკლოვანებები, დაეხმარონ მათ წერა–კითხვის სრულყოფილად ათვისებაში, ჩამოუყალიბონ გამართული მეტყველების კულტურა.

 

ლოგოპედი
იზოლდა ტრაპაიძე
izolda.trapaidze@europeanschool.ge