მე-3 ეროვნული კიბეროლიმპიადა “კიბერკუბი 2018“

10.05.2018

2018 წლის 7 მაისს, საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებისა და სკოლების გუნდებმა მონაწილეობა მიიღეს მესამე ყოველწლიურ კიბეროლიმპიადაში CyberCube. კიბეროლიმპიადას წელს 150-მდე მონაწილე შეუერთდა.
“ევროპული სკოლიდან“ ოლიმპიადაში ორი გუნდი მონაწილეობდა. პირველი გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ალექსანდრე ლომაძე-გაბიანი, IB MYP მე-10 კლასის მოსწავლე, გიორგი ჩახნაშვილი და ამერიკული უმაღლესი სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე, გიორგი იმნაიშვილი. აღნიშნულმა გუნდმა წინა წელს გამართულ ღონისძიებაში 50 გუნდს შორის მე-11 ადგილი დაიკავა, ხოლო წლევანდელ შეჯიბრში შედეგი გააუმჯობესა და ამჯერად 50 გუნდს შორის რიგით მერვე ადგილზე გავიდა.
“ევროპული სკოლის“ მეორე გუნდი დაკომპლექტებული იყო ქართული პროგრამის მოსწავლეებით: ომარ შეყილაძე, ალექსანდრე თვალიაშვილი (მე-8 კლასი) და კონსტანტინე ჩხაიძე (მე-7 კლასი). ქართული პროგრამა აღნიშნულ ოლიმპიადაში პირველად იღებდა მონაწილეობას.
“ევროპული სკოლის“ გუნდებს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: დავით ნოზაძე და ირაკლი ჯავახიშვილი.

Share on: