მიღებისა და ჩარიცხვის სამსახურის გუნდი

მოგესალმებით და მადლობას გიხდით რომ დაინტერესდით ჩვენი სკოლით. “ევროპული სკოლა“ არის ექსტრაორდინალური საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მოსწავლის უბადლო აკადემიურ წარმატებას, საერთაშორისო მისიას და განსაკუთრებულად თბილ გარემოს. ჩვენი სკოლა სთავაზობს თქვენს ბავშვს ძლიერ აკადემიურ პროგრამას და გლობალური მოქალაქეებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების განვითარებას. მიღების პროცესში ჩვენ ვცდილობთ მოვძებნოთ და მოვიზიდოთ ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც აინტერესებთ შეისწავლონ როგორც საკლასო პროგრამები, ასევე მის ფარგლებს გარეთ, სამყაროში მიმდინარე მოვლენები და პროცესები.

“ევროპული სკოლა“ არის საერთაშორისო სკოლა 3-დან 18 წლამდე მოსწავლეთათვის. იგი საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) ერთადერთი წევრი სკოლაა საქართველოში. მოსწავლეებს ვთავაზობთ მრავალფეროვან საგანმანათლებლო პროგრამებს, მათ შორის: სკოლამდელი აღზრდის ცენტრს, ქართულ პროგრამას, საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სამივე პროგრამას, ამერიკულ პროგრამას, AP და STEM პროგრამებს.

მრავალფეროვან სასწავლო პროგრამებთან ერთად სკოლაში ხორციელდება კლასგარეშე აქტივობები, რომლებიც 21-ე საუკუნისათვის საჭირო უნარებს უვითარებს მოზარდებს. ჩვენი მოსწავლეებისათვის შექმნილია  თანამედროვე ინფრასტრუქტურა,  მათი უპირატესობა კი უახლეს ტექნოლოგიებზე წვდომაა.

“ევროპული სკოლა“ გთავაზობთ შემდეგ პროგრამებს:

1. ევროპული საბავშვო ბაღი – ასაკი 3-დან 6 წლამდე

2. ქართული პროგრამა: I – XII კლასები

3. საერთაშორისო ბაკალავრიატი (IB) – ინგლისური პროგრამები

• PYP საერთაშორისო ბაკალავრიატი დაწყებითი სკოლის პროგრამა – I-V კლასები

• MYP საერთაშორისო ბაკალავრიატი საბაზო პროგრამა – VI-X კლასები

• DP საერთაშორისო ბაკალავრიატი სადიპლომო პროგრამა – XI-XII კლასები

4. ამერიკული უმაღლესი სკოლა (AHS) – ინგლისური პროგრამა

• ამერიკული უმაღლესი სკოლა AHS – VIII-X კლასები

• ამერიკული უმაღლესი სკოლა AHS – XI-XII კლასები

სწორი სკოლის შერჩევა შვილებისთვის თქვენი, როგორც მშობლის, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა. ჩვენი, როგორც მიღების და ჩარიცხვის სამსახურის როლია ოჯახებისთვის როგორც “ევროპული სკოლის“ განათლების სტრუქტურის, მიზნების, იდეების და თავისებურებების გაზიარება, ასევე განაცხადის შევსების, მიღების და ჩარიცხვის პროცესში თქვენი გარკვევა და დახმარება. გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს ოფისს, რათა უფრო მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ ჩვენს აკადემიურ პროგრამებზე და დაგეგმოთ ტური ევროპულ სკოლაში თქვენთვის სასურველ დროს.

პატივისცემით,
“ევროპული სკოლის“ მიღება-ჩარიცხვის სამსახური.

 

დაგვიკავშირდით:

მიღებისა და ჩარიცხვის სამსახურის მენეჯერი
ნონა შენგელაია
Tel: (0 32) 239 59 64 – 105
nona.shengelaia@europeanschool.ge
მიღებისა და ჩარიცხვის სამსახურის ჩარიცხვის ოფიცერი
თეა კიკნაველიძე
Tel: (0 32) 239 59 64 – 105
t.kiknavelidze@europeanschool.ge
მისაღების ასისტენტი
როლანდ კალანდაძე
Tel: (0 32) 239 59 64 – 101
roland.kalandadze@europeanschool.ge
მისაღების ასისტენტი
თამარ გოდერძიშვილი
Tel: (0 32) 239 59 64 – 101
tamar.goderdzishvili@europeanschool.ge