მიღების წესები

 

სკოლაში მისაღებად, ზოგადად, მარტივი პროცედურაა გასავლელი, თუმცა სასურველია, წინასწარ იცოდეთ, თუ რა პროცედურებზეა საუბარი. ესენია:

  1. სკოლასთან დაკავშირება პირველადი გასაუბრებისთვის;
  2. განაცხადის შევსება (იხილეთ ქვემოთ);
  3. სააპლიკაციო ფორმის შევსება და დამატებითი საბუთების წარმოდგენა (იხილეთ ქვემოთ) ელ-ფოსტაზე: admissions@europeanschool.ge
  4. სკოლის მხრიდან დაკავშირება შემდგომი შეფასებისთვის (ეხება მხოლოდ მეექვსე და მომდევნო კლასელებს);
  5. მეათე და მომდევნო კლასების შემთხვევაში პირადი ან სკაიპ-გასაუბრება. ეს პროცედურა აუცილებელია საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად;
  6. თქვენ მიერ შევსებული განაცხადისა და შეფასების გადახედვა და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ შეტყობინება;
  7. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის მიერ ხელშეკრულების დადება სკოლასთან;
  8. მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ სწავლის გადასახადის გადახდა, ხელშკრულების პირობების შესაბამისად.

 

დამატებითი საბუთები

  • სააპლიკაციო ფორმა;
  • მოსწავლის დაბადების მოწმობის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
  • მოსწავლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • დედის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • მამის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
  • სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის მოწმობის მქონე მოსწავლისთვის პირადი ნომრის მინიჭება (ქართულ ენაზე);
  • მოსწავლის ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100) ან იმ ქვეყნის ჯანმრთელობის დამადასტურებელი ფორმა, რომელსაც ესა თუ ის მოსწავლე წარმოადგენს;
  • მოსწავლის 2 ფოტოსურათი(3X4);
  • საზღვარგარეთ მიღებული განათლების დამადასტურებელი მოწმობა აღიარებისათვის უნდა წარედგინოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს (ალექსიძის ქ. N1) ;
  • ცნობა, ან სხვა დოკუმენტი (პირადი საქმე) იმ საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლიდანაც გადმოდის მოსწავლე და რომელიც ადასტურებს მოსწავლის მიერ წინა წლებში მიღებულ განათლებას (შეფასებას);
  • სკოლაში ჩარიცხვის ხელშეკრულების ხელმოწერა (განახლდება ყოველ ახალ სასწავლო წელს).

საჭირო საბუთები:

ქართული პროგრამის სააპლიკაციო ფორმა

IB Application Form

AHS Application Form

სკოლამდელი აღზრდის ცენტრის სააპლიკაციო ფორმა

გადაყვანა და ამორიცხვა

მოსწავლის შემოვლის ბარათი