მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრი

მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრი აერთიანებს ენის, სწავლის ხელშემწყობ, ფსიქოლოგიურ, ლოგოპედიურ და სამედიცინო სამსახურებს. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ აკადემიურ წარმატებასთან ერთად მოსწავლის ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურ განვითარებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს  სკოლაში დადებითი და მდიდარი გამოცდილების შესაძენად.  მოსწავლეთა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ განვითარებას  ხელს უწყობს მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრი, რომელიც  მოწოდებულია, მოზარდებმა შეიძინონ სოციალური წარმატებისა და თვითრეალიზაციისათვის საჭირო ცოდნა და უნარები, რათა   შეძლონ  სწავლა, მუშაობა ნებისმიერ საზოგადოებაში.

ენის პროგრამა

EAL (ინგლისური, როგორც დამატებითი ენა) პროგრამა შემუშავებულია იმ  მოსწავლეებისთვის, რომელთათვისაც ინგლისური არ არის პირველადი ან მეორეული ენა. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებს უტარდებათ მეცადინეობები კითხვის, ზეპირმეტყველების, სმენის უნარების გასაუმჯობესებლად, რათა მათ შეძლონ წარმატების მიღწევა სკოლაში.

EAL პროგრამის მასწავლებლები ინდივიდუალურად, ან მცირე ჯგუფებში მუშაობენ იმ მოსწავლეებთან, რომლებმაც არ იციან, ან ინგლისურის მწირი ცოდნა გააჩნიათ.  დამრიგებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში ისინი ინტენსიურ მეცადინეობებს უტარებენ მოსწავლეებს რამდენიმე თვის მანძილზე.

EAL პროგრამაში მოსწავლის ინტეგრირება ხდება სადიაგნოსტიკო ტესტის მეშვეობით, დამრიგებლის მიმართვის საფუძველზე.  მოსწავლეთა რაოდენობა და მათი ინდივიდუალური საჭიროებები განსაზღვრავს პროგრამის მსვლელობის დეტალებს. EAL პროგრამის ფარგლებში მეცადინეობები ტარდება სკოლის საათებში ადაპტირებული გაკვეთილების სახით.

სწავლის ხელშეწყობის პროგრამა

სწავლის ხელშეწყობის პროგრამა მოზარდებს ეხმარება სხვადასხვა საგანში ცოდნის მიღებაში.  მოსწავლეები ესწრებიან განსხვავებული დისციპლინების გაკვეთილებს ინტერესისამებრ და კონკრეტული მიმართულებით ცოდნის მიღების საჭიროების საფუძველზე. მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრში ერთიანდება  ყველა დარგის მასწავლებელი და ისინი ატარებენ დამატებით მეცადინეობებს  მოსწავლეების საჭიროებების გათვალისწინებით.

ცენტრში მეცადინეობა მიმდინარეობს  როგორც ინდივიდუალურად, ასევე- ჯგუფებში , როგორც დღის პირველ ნახევარში გაკვეთილების დროს,  ასევე- დღის მეორე ნახევარში  გაკვეთილების შემდეგ.

ვინ მეცადინეობს ცენტრში  გაკვეთილების დროს?

სკოლაში სწავლობენ სხვადასხვა  ქვეყნიდან ჩამოსული  მოსწავლეები, რომლებიც თვითონ ირჩევენ, ისწავლიან თუ არა სახელმწიფო  ენას.  ამ მოსწავლეების საჭიროებებიდან გამომდინარე ცენტრი ადგენს სპეციალური მეცადინეობების გრაფიკს.დამატებითი მეცადინეობების ინდივიდუალური გრაფიკი აქვთ ასევე დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეებს და ჯანმრთელობის პრობლემების გამო ხშირად გამცდენ მოსწავლეებს.

 

მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრის მენეჯერი
მარინა მელიქიძე
m.melikidze@europeanschool.ge