მოსწავლეთა პარლამენტი

“ევროპულ სკოლაში“ მიგვაჩნია, რომ მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ მრავალფეროვანი საშუალებები  სკოლის გარეთ, ცხოვრებაში სამომავლოდ საჭირო ლიდერული უნარ-ჩვევების განსავითარებლად. ვრცელია სია სკოლის აქტივობებისა, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს ლიდერის გამოცდილების მიღებაში ეხმარება, თუმცა  ერთ-ერთ პირველ ადგილს იკავებს მოსწავლეთა პარლამენტი, რომელიც ხელს უწყობს სკოლის მიზნის აღსრულებას: მოსწავლეებმა სიამოვნება მიიღონ სასწავლო პროცესით, გამოიჩინონ შემოქმედებითობა, არ შეუშინდნენ სიახლეებს,  ისწავლონ პრობლემების გადაჭრა, დაკისრებული ვალდებულებების შესრულება და ა.შ.

პარლამენტარებისა და თავმჯდომარის არჩევა, დღის წესრიგის შემუშავება და სხდომების ჩატარება ეყრდნობა დემოკრატიულ პრინციპებს.

ევროპული სკოლის პარლამენტის მიზანია:

  • დარწმუნდეს, რომ სკოლაში მოსწავლეები თავს ბედნიერად გრძნობენ;
  • დარწმუნდეს, რომ ყველა მოსწავლეს აქვს საშუალება, გამოთქვას თავისი აზრი და შენიშვნა;
  • წაახალისოს მოსწავლეები იმ სფეროთა მოსაძიებლად, რომლებიც საჭიროებს გაუმჯობესებას და იმავდროულად წარმოადგინონ გაუმჯობესების გზები;
  • საფუძველი ჩაუყაროს პოზიტიურ ურთიერთობებს როგორც სკოლის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

ევროპული სკოლის პარლამენტი ორპალატიანია. ზედა პალატას ეწოდება მოსწავლეთა პარლამენტი და მასში ერთიანდებიან მოსწავლეთა წარმომადგენლები მე-9-12 კლასებიდან, ხოლო ქვედა პალატა წარმოადგენს მოსწავლეთა კომიტეტს, რომელიც აერთიანებს მოსწავლეთა წარმომადგენლებს მე-6-8 კლასებიდან. მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარეს ერთიანი არჩევნების გზით ირჩევენ საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები მე-6-12 კლასებიდან, მოსწავლეთა პარლამენტის წევრების არჩევიდან  (თითოეული კლასიდან აირჩევა ორი წარმომადგენელი) ოთხი კვირის შემდეგ.

არჩევნების პროცედურა

კანდიდატების წარდგენა (ხდება არჩევნებამდე 4 კვირით ადრე)

“ევროპული სკოლის“ მოსწავლეთა პარლამენტის ყველა წევრს შეუძლია, პარლამენტის წამყვან პოზიციებზე სხვა წევრების კანდიდატურები დაასახელოს. პარლამენტში არსებობს შემდეგი წამყვანი პოზიციები: თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტების თავმჯდომარეები და მდივანი. შესაძლებელია საკუთარი კანდიდატურის წარდგენაც.

კანდიდატების მიერ განცხადების წარდგენა (არჩევნებამდე 3 კვირით ადრე)

ნომინირებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადი თავმჯდომარეობის კანდიდატად დაფიქსირების თაობაზე და პროგრამის კოორდინატორის სარეკომენდაციო წერილი.

საარჩევნო კამპანია (გრძელდება 2 კვირის განმავლობაში; სრულდება არჩევნების დღეს)

საარჩევნო კამპანიის მსვლელობას განსაზღვრავს შემდეგი კრიტერიუმები (თუმცა, ეს არ არის შეზღუდული სია):

  • საარჩევნო კამპანიის წარმართვაში კანდიდატს, შესაძლოა,დაეხმაროს მოსწავლეების ჯგუფი;
  • ერთობლივი შეხვედრების ჩატარება, ან საკომუნიკაციო მედიის საშუალებით ურთიერთობა კამპანიის სტრატეგიის შესამუშავებლად;
  • საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული მასალების გავრცელება;
  • პირადი და ონლაინ კომუნიკაცია.

არჩევნების დღე

არჩევნები ტარდება სკოლის სააქტო დარბაზში. პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატისთვის ხმის მიცემის უფლება აქვთ მოსწავლეებს მე-6-12 კლასებიდან. არჩევნების შედეგები გამოცხადდება არჩევნების მეორე დღეს.

თავმჯდომარე

მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებელია მოსწავლეთა პარლამენტის საქმიანობაზე. პარლამენტის სხვა ლიდერებთან ერთად, თავმჯდომარე განსაზღვრავს პარლამენტის მიზნებს და აყალიბებს სტრატეგიას მათ სისრულეში მოსაყვანად. მოსწავლეთა პარლამენტის აქტივობების წარმმართველ ძალას წარმოადგენს სწორედ პარლამენტის თავმჯდომარე, ვინაიდან ის, პარლამენტის დანარჩენ ლიდერებთან ერთად, ახორციელებს სხვადასხვა პროექტს. თავმჯდომარის პასუხისმგებლობაში შედის ახალი ინიციატივებისა და პროექტების წარდგენა და პარლამენტის წევრთა საჭიროებების გათვალისწინება. თავმჯდომარე ჩართულია ყველა იმ გადაწყვეტილების მიღებაში, რომელიც ეხება კომიტეტების თავმჯდომარეებისა და პროექტის ლიდერების დანიშვნას.

 

კომიტეტი წევრები საქმიანობა
ხელმძღვანელი კომიტეტი მოსწავლეთა პარლამენტის თავმჯდომარე
თავმჯდომარის მოადგილე
მდივანი
მოსწავლეთა პარლამენტის კურატორი
წევრები
გეგმის შემუშავება;
საბაზო საფეხურიდან კომიტეტის წევრების
მენტორობა;
მოსწავლეთა პრობლემები;
მოსწავლეთა ხმა.
საზოგადოებასთან ურთიერთობებისა და კომუნიკაციის კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარე
წევრები
სკოლის ვებგვერდზე მოსწავლეთა პარლამენტის ველის  განახლება;
სკოლის გაზეთში სიახლეების გამოქვეყნება;
ESTV-სთან თანამშრომლობა.
საზოგადოების სამსახურის კომიტეტი კომიტეტის თავმჯდოამრე
წევრები
მოხალისეობრივი საათები;
იდეები ფინანსური სახსრების მოსაძიებლად;
მოსწავლეთა დახმარება აკადემიური მიმართულებით.
ღონისძიებების კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარე
წევრები
ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება დამოუკიდებლად;
დეკორაციების შექმნა;
სცენაზე წარმოდგენები;
სკოლის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა  ღონისძიებების ორგანიზებასთან დაკავშირებით.
სპორტის კომიტეტი კომიტეტის თავმჯდომარე
წევრები
სპორტული შეჯიბრებების ორგანიზება;
სკოლის სპორტული გუნდის მართვა (ფეხბურთი, კალათბურთი);
სკოლაში სპორტის წახალისება.