მხიარული სტარტები

01.12.2017

პირველ დეკემბერს ევროპულ ბაღში ჩატარდა მხიარული სტარტები: “გავაცილოთ შემოდგომა და შევეგებოთ ზამთარს“. აქტივობაში ბაღის ყველა ჯგუფთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მასწავლებლები. ბავშვები დაიყვნენ ორ ჯგუფად, რომელთაგან ერთი ნაწილი წარმოადგენდა ზამთარს, მეორე კი შემოდგომას. პატარები რამდენიმე მხიარულ თამაშში შეეჯიბრნენ ერთმანეთს: ფოთლებისა და თოვლისგან გაწმინდეს ჰოლი, საახალწლო კანფეტებით მორთეს ნაძვის ხე, გაიარეს მაკნატუნებისკენ მიმავალი გზა, შეაგროვეს გაფანტული ფერადი კაცუნები და სხვ.

Share on: