სააქტო დარბაზი და ლონდონ ავენიუ

“ევროპული სკოლის”  დარბაზი ზეიმის, დღესასწაულისა და საინტერესო შეხვედრების ადგილია. აქ  იკრიბებიან “ევროპული სკოლის” ბენდის წევრები, იმართება კლასიკური მუსიკისა და “ყველაზე ნიჭიერის” კონკურსები, იდგმება თეატრალური წარმოდგენები, მოსწავლეები წარმოგვიდგენენ თავიანთ ნაფიქრსა და აღმოჩენებს.

“ევროპულ სკოლას” შეემატა ახალი სივრცე – “London Avenue” და ის ძალიან მალე იქცა მოსწავლეთა საყვარელ ადგილად. ამ მყუდრო და კომფორტულ გარემოში ეწყობა მათი და მოწვეული სტუმრების ნამუშევრების გამოფენები. მოსწავლეები წარმოადგენენ პრეზენტაციებს და  ხვდებიან საინტერესო ადამიანებს.