საახალწლო არტ ვორქშოპი

26.12.2018

ევროპული სკოლის ხელოვნების დეპარტამენტმა სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისათვის ჩაატარა საახალწლო ვორქშოპი. საახალწლო თემატიკის ნამუშევრების შექმნის პროცესში მონაწილეებმა გამოავლინეს მათი კრეატიული უნარები და მხიარულად გაატარეს დრო.
ვორქშოპის მონაწილეები თავადაც სასიამოვნოდ გაკვირვებულები დარჩენენ მათი შრომის საბოლოო შედეგით და დიდი სურვილი გამოთქვეს, უახლოეს მომავალში კვლავ დაიგეგმოს მსგავსი აქტივობები.

Share on: