საახალწლო ზეიმი "თოვლის წვეულება"

25.12.2017

23 დეკემბერს “ევროპული ბაღის” ქართულენოვანი ჯგუფების აღსაზრდელებისთვის ჩატარდა საახალწლო ზეიმი “თოვლის წვეულება” . თოვლივით თეთრად მორთულ დარბაზში, თეთრ სამოსში გმოწყობილი პატარები მღეროდნენ და ცეკვავდნენ, მათ ვიდეო რგოლიც მოამზადეს “წერილი თოვლის ბაბუას”. არც თოვლის ბაბუამ დააყოვნა და საჩუქრებითა და ტკბილეულით დატვირთული ესტუმრა ბავშვებს წვეულებაზე.

თოვლის ბაბუა დაგვპირდა, რომ 27 დეკემბერს ინგლისურენოვანი ჯგუფების ზეიმსაც ეწვევა.

Share on: