საგანმანათლებლო ტექნოლოგიები

საგანმანათლებლო ტექნოლოგია

ტექნოლოგია ყველგანაა და შესაბამისად, იგი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთანაა გადაჯაჭვული. სწორედ ამიტომ, საკლასო ოთახში ტექნოლოგიების მიზანმიმართულად გამოყენება სწავლებისთვის მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს და საგანმანათლებლო პროცესს უფრო ხელმისაწვდომსა და მოქნილს ხდის. ჩვენ გვსურს, ჩვენი მოსწავლეების საკლასო ოთახი ვაქციოთ ისეთ მრავალფეროვან სივრცედ, სადაც სასწავლო პროცესი მოსწავლეებისთვის იქნება არა მხოლოდ საინტერესო, არამედ სასიამოვნოც.

“ევროპულ სკოლას“ სჯერა, რომ მუდმივად განახლებადი, მაღალტექნოლოგიური ეპოქის საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად პედაგოგებს, სწავლის ხარისხის გასაუმჯობესებლად ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების მრავალმხრივი ფორმების განვითარება სჭირდებათ.

ამ მიზნის მისაღწევად “ევროპული სკოლა“ სხვადასხვა მეთოდს იყენებს საკლასო ოთახსა და ინტერნეტსივრცეში სწავლებისა და სწავლის პროცესის წასახალისებლად სტაციონარული კომპიუტერებით (პერსონალური კომპიუტერი და მაკინტოში), ლეპტოპებით, ელ-ფოსტთ, სოციალური ქსელებით (სკაიპი/ფეისბუქი/ტვიტერი), საპრეზენტაციო პროგრამებით, გუგლით, მაიკროსოფტის საგანმანათლებლო პროგრამებით, დროფბოქსით, პროექტორით, სმარტდაფითა და სხვა საშუალებებით. სკოლა უზრუნველყოფს უსადენო ინტერნეტის უწყვეტ მიწოდებას მთელი კამპუსის ფარგლებში და ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით ინტეგრირებულ საკლასო ოთახებს, რათა ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით ხელი შეუწყოს სწავლის პროცესს.

რატომ საგანმანათლებლო ტექნოლოგია?

დღესდღეობით, ისე როგორც არასდროს, ფასდაუდებელია საგანმანათლებლო ტექნოლოგიების როლი სასწავლო პროცესში, რადგან იგი შესაძლებლობას აძლევს პედაგოგებს,  სწავლების სხვადასხვა მეთოდთან ტექნოლოგიების ინტეგრირებით  უფრო მეტ შედეგს მიაღწიონ.

ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლის პედაგოგებსა და ადმინისტრაციასთან, რათა უზრუნველყოს საგანმანათლებლო კომპიუტერული პროგრამების ინტეგრირება სასწავლო გეგმაში. პროგრამა ხელს უწყობს ინოვაციური ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში დანერგვის ისეთ გზებს, რომლებიც გაზრდის მოსწავლეთა დაინტერესებასა და სწავლების ხარისხს. ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი გვთავაზობს ისეთ ეფექტურ ტექნოლოგიებს, როგორებიცაა ინტერნეტსა და მულტიმედიაზე, ციფრულ თამაშებსა და  პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და სხვა.

BYOD (მოიტანე შენი საკუთარი მოწყობილობა – Bring Your Own Device): “ევროპულმა სკოლამ“ BYOD პროგამა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამ პროგრამის მიხედვით, მოსწავლეს შეუძლია სკოლაში მოიტანოს მობილური მოწყობილობა და გამოიყენოს იგი მხოლოდ აკადემიური მიზნებისთვის.

BYOD პროგრამის დანერგვას მნიშვნელოვანი შედეგები აქვს:

  1. იზრდება მოსწავლეთა ჩართულობა სასწავლო პროცესში – მოსწავლეებს მოსწონთ საკუთარი მოწყობილობების გამოყენება. საკლასო ოთახში ისინი უფრო მეტად არიან ჩართული სასწავლო პროცესში, როდესაც თავიანთი მოწყობილობებით სწავლობენ; თავად პროცესი კი უფრო ინტერაქტიულია, როდესაც ყველას აქვს წვდომა ტექნოლოგიებზე.
  2. სწავლება მოსწავლეებზეა ორიენტირებული – სწავლება ციფრულ ეპოქაში მოსწავლეებისთვის ცოდნის პირდაპირი ფორმით გადაცემიდან იმით ჩანაცვლდა, თუ როგორ მიიღონ მოსწავლეებმა ცოდნა დიდი ოდენობის ინფორმაციის გადამუშავებით. BYOD პროგრამამ სწავლების მოდელი შეცვალა. BYOD პროგრამის ფარგლებში გამოყენებული ტექნოლოგიებით მოსწავლეებს უფრო მეტი შესაძლებლობა აქვთ, თავად წარმართონ სწავლების პროცესი. იმის ნაცვლად, რომ მხოლოდ მასწავლებლის მონათხრობს უსმინონ, მოსწავლეებს შეუძლიათ თავადაც დასვან შეკითხვები და მოიძონ პასუხები, შექმნან ახალი ცოდნა.
  3. იზრდება მოსწავლეებს შორის თანმშრომლობა და კომუნიკაცია – დღევანდელ საკლასო ოთახში ჩართულობის უზრუნველსაყოფად ერთ-ერთი მთავარი გზა თანამშრომლობაა. ტექნოლოგიების საშუალებით კი მოსწავლეები კომუნიკაციას ამყარებენ თანატოლებსა და პედაგოგებთან. BYOD პროგრამა მოსწავლეებს პედაგოგებთან ინტერაქტიული კომუნიციის დამყარების კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობასა და სხვა მოსწავლეებთან დავალებებზე, პროექტებსა და სხვა თემატურ საკითხებზე მუშაობის საშუალებასაც აძლევს.

ციფრული მოქალაქეობა

ციფრული ტექნოლოგია ჩვენი მოსწავლეების ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. ტელეფონებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენება კი მათი სტიქიაა. მაგრამ განა ყოველთვის ვასწავლით მათ, თუ როგორ გამოიყენონ ტექნოლოგიები სწორად? სწორედ აქ შემოდის ასპარეზზე “ციფრული მოქალაქის“ ცნება.

აუცილებელია, მოსწავლეებს ციფრული სამყაროს წესები ვასწავლოთ და ისინი უსაფრთხო და პასუხისმგებლობის მქონე ციფრულ მოქალაქეებად გავზარდოთ.

ჩვენი პროგრამა აერთიანებს ციფრული მოქალაქეობის ცხრა ელემენტს. ხელმისაწვდომობა, კომერცია, კომუნიკაცია, წიგნიერება, ეტიკეტი, სამართალი, უფლებები და პასუხისმგებლობა, ჯანმრთელობა და ჯანსაღი ცხოვრება, უსაფრთხოება მნიშვნელოვანი თემებია არა მხოლოდ ისტ-საგნის სასწავლო გეგმაში, არამედ ინტეგრირებულია სხვა დისციპლინების სასწავლო პროგრამებშიც.