საერთაშორისო საუნივერსიტეტო განათლების მრჩეველი

 

საუნივერსიტეტო ორიენტაციის საკითხებში კონსულტაციის სამსახური მოწოდებულია,   მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა  მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება საზღვარგარეთ სწავლის თაობაზე. ჩვენი მიზანია, დავეხმაროთ მოსწავლეებს შეარჩიონ ისეთი უნივერსიტეტები, რომელიც ერგება მათ ინტერესებს, ამბიციებს, მისწრაფებებს, აზროვნებას, დამოკიდებულებებს, შეესაბამება ოჯახის ფინანსურ ბიუჯეტს, მოსწავლის აკადემიურ მიღწევებს და ლიდერულ პოტენციალს.  მოსწავლისთვის რჩევის მიცემისას გათვალისწინებული იქნება მრავალი მოქმედი ფაქტორი, რის საფუძველზეც მოხდება  ოპტიმალური საბოლოო გადწყვეტილების მიღება.

მე 9-12 კლასის მოსწავლეთა და მათი მშობლების დახმარება მოხდება შემდეგი მიმართულებით:

მოსწავლეთა წახალისება აკადემიური წარმატებისა და მაღალი სტანდარტების მიღწვაში ინდივიდუალურ შესაძლებლობებზე დაყრდნობით;

დახმარება კლასგარეშე აქტივობების კუთხით;

ინდივიდუალური შეხვედრები მოსწავლეებთან და მათ მშობლებთან სააპლიკაციო პერიოდის გეგმის შესამუშავებლად;

უნივერსიტეტების მიერ მოთხოვნადი სტანდარტული ტესტების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;

საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება უნივერსიტეტების და პროგრამების შერჩევის მიზნით;

საფუძვლიანი დახმარება სააპლიკაციო პროცესში;

ვორქშოფების და ინდივიდუალური შეხვედრების მოწყობა პერსონალური ესეების, პირადი განაცხადების და დამატებითი მოთხოვნილი წერილების დასაწერად;

ვორქშოფების სერიის მოწყობა საუნივერსიტეტო კარიერის დასაგეგმად (თებერვალ-ივნისში).

 

მრჩეველი საუნივერსიტეტო
ორიენტაციის საკითხებში
გიორგი სიჭინავა
giorgi.sichinava@europeanschool.ge

 

ჩვენი სტუდენტები