საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახური

 

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახური მოწოდებულია, სკოლის საზოგადოებაში შექმნას ეფექტური კომუნიკაციის  მყარი საფუძველი, რაც, თავისთავად, საჭიროა მოსწავლეთა მიღწევებისა და წარმატებებისთვის.

ჩვენ არ ვაკეთებთ აქცენტს მხოლოდ “ევროპული სკოლის“ წარმატებების გაშუქებაზე.  მოსწავლისa და სკოლის წინსვლის ხელშეწყობის გზაზე ჩვენ  ვაშენებთ კეთილსინდისიერსა და  შინაარსიან ურთიერთობებს.

ეფექტურ კომუნიკაციას გადამწვეტი მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ორგანიზაციისთვის. ამ მხრივ არც “ევროპული სკოლაა“ გამონაკლისი. ჩვენ სკოლას ვაცნობთ ჩვენს მშობლებსა და ფართო საზოგადოებას; ვამყარებთ კავშირს ამჟამინდელ და ყოფილ მოსწავლეებთან; ვიზიდავთ ახალ მოსწავლეებს; მრავალფეროვანი რესურსების, ინფორმაციის თანამედროვე საშუალებების გამოყენებით  უზრუნველვყოფთ თანამშრომლების ჩართულობას სკოლის ცხოვრების წარმოჩენაში.

ჩვენი ხედვა: მრავალნაირი ხერხის გამოყენებით ვაწარმოოთ ეფექტური კომუნიკაცია,  რათა იგი  ხელმისაწვდომი გავხადოთ სკოლის საზოგადოების ნებისმიერი რგოლისთვის.

ჩვენი მისია: დავამყაროთ შესაბამისი, დროული ორმხრივი კომუნიკაცია, რათა ხელი შევუწყოთ სკოლის სტრატეგიული გეგმის განხორციელებას და სკოლის მისიის: “ შთააგონოს თითოეული მოსწავლე, მიაღწიოს საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს“,  შესრულებას.

ჩვენი ღირებულებები: კეთილსინდისიერება, გახსნილობა, პასუხისმგებლიანობა,  ურთიერთპატივისცემა.

 

მენეჯერი

საზოგადოებასთან ურთიერთობისა და სტრატეგიული კომუნიკაციის სამსახური
ქეთევან ნაჭყებია
k.nachkebia@europeanschool.ge