სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია

რა არის ფაბლაბი?

ფაბლაბი არის სპეციალური, მოქნილი, კომპიუტერით პროგრამირებადი დანადგარებით აღჭურვილი სივრცე, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა მასალებისა და აპარატურული კომპლექსის გამოყენებით შეიქმნას “თითქმის ყველაფერი”.

ფაბლაბი ასევე არის პლატფორმა სწავლებისა და ინოვაციებისთვის: ადგილი თამაშისთვის, შექმნისთვის, სწავლისთვის, მენტორობისა და გამოგონებებისთვის. გქონდეს ფაბლაბი, სკოლისთვის ნიშნავს დაკავშირებას გლობალურ სწავლულთა, განმანათლებელთა, ტექნოლოგიების სპეციალისტთა, მკვლევართა, შემოქმედთა და ინოვატორთა საზოგადოებაში გაწევრიანებას, რომლებიც ერთმანეთს უზიარებენ ცოდნას მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.

 ლაბორატორია შექმნილია, როგორც პროტოტიპირების შესაძლებლობების მქონე ინფრასტრუქტურა ადგილობრივი მეწარმეებისთვის, გარდა ამიზა ფაბლაბი ინტეგრირებულია სკოლის მიერ პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ნაწილში და STEM-ის მიმართულებით პრაქტიკული პროდუქტების შექმნის ნაწილში.

ბავშვები ლაბორატორიაში სწავლობენ ობიექტების  დაპროექტებასა და მათ შექმნას პერსონალური ინტერესებისა და გემოვნების მიხედვით ან უკვე არსებული მოდელების მიხედვით.

პროექტის საკუთარი ხელებით შექმნისა და განხორციელების გამოცდილების მიღების მოტივაციით, ბავშვები ერთმანეთს ასწავლიან და უწევენ მენტორობას, რაც მათ აძლევთ ღრმა ცოდნას მაღალტექნოლოგიური აპარატურის გამოყენების, მატერიალების, შემოქმედების პროცესისა და ინჟინერიის მიმართულებით, რაც გარდაიქმნება შემდგომში გამოგონებად და ინოვაციად.

ევროპული სკოლის ფაბლაბი აღჭურვილია შემდეგი აპარატურით:

  • ლაზერული მჭრელი;
  • 3D პრინტერი;
  • CNC პროგრამირებადი ჩარხი;
  • სასერი პლოტერი;
  • მყარ ზედაპირზე საბეჭდი UV პრინტერი;
  • ვაკუმ ფორმირების აპარატი;
  • თერმო პრესი;
  • ინდუსტრიული რობოტის ხელი;
  • ელექტრონიკის მაგიდა;
  • სხვა ხელსაწყოები გამოგონებებისა და ხელით მუშაობის განსახორციელებლად..

 

პროექტის მხარდაჭერასა და მენეჯმენტს ახდენს ინოვაციების კონსალტინგისა და მენეჯმენტის კომპანია Future Laboratory.