სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები სტუმრად “ევროპულ სკოლაში“

11.05.2018

“ევროპულმა სკოლამ“ საქართველოში სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის (SDSU) წარმომადგენლებს უმასპინძლა. სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მოთხოვნადი უმაღლესი სასწავლებელია კალიფორნიის შტატში და სტუდენტების ინოვაციისა და გამოგონებების ჰაბად ითვლება.
“ევროპულმა სკოლამ“ უმასპინძლა უნივერსიტეტის დეკანს, დოქტორ ჰალილ გუვენს, კომპიუტერული ინჟინერიის დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, დოქტორ ლალ თუმალას, მეცნიერებათა კოლეჯის დეკანს, დოქტორ ვოლტერ ოშელს და დოქტორ ვილიამ ტონგს, ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის თავმჯდომარეს.
სტუმრებმა დაათვალიერეს სკოლის შენობა, განიხილეს და ისაუბრეს სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტსა და “ევროპულ სკოლას“ შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე, გამოხატეს ინტერესი სკოლის პროგრამების მიმართ და გამოთქვეს სკოლასთან სამომავლო თანამშრომლობის მზადყოფნა.


Share on: