საუბრები ფსიქოლოგთან - მასწავლებლებსა და ფსიქოლოგს შორის კომუნიკაციის ეფექტურობის ასამაღლებლად

09.10.2018

მოსწავლეთა მხარდაჭერის ცენტრის ეგიდით ევროპულ სკოლაში დაიწყო შეხვედრების ციკლი, რომელიც მიზნად ისახავს ფსიქოლოგს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის კომუნიკაციის ეფექტურობის ამაღლებას.
5 ოქტომბერს ჩატარდა სკოლის ფსიქოლოგის, ქალბატონი ქეთი ოსიაშვილის, შეხვედრა დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან, თემაზე ,, ფსიქოლოგისა და მასწავლებლის ურთიერთობის ფორმები’’.
შეხვედრაზე ინტერაქტიულ რეჟიმში განიხილეს შემდეგი საკითხები:

• როგორ გამოვავლინოთ რისკჯგუფში შემავალი ბავშვები კლასში?
• რა კრიტერიუმები არსებობს ასეთი მოსწავლის დასადგენად?
• ამგვარი მოსწავლის არსებობის შემთხვევაში, როგორია მასწავლებლის როლი, ვის მივმართოთ? რა მოვიმოქმედოთ?

შეხვედრის ბოლოს დაისახა სამოქმედო გეგმა.

Share on: