საქართველოს საუნივერსიტეტო განათლების მრჩეველი

 

ჩვენი მიზანია  კურსდამთავრებულებმა სწორად აირჩიონ მომავალი პროფესია და სწორად დაგეგმონ განათლების მიღების მომდევნო ეტაპი. ამისათვის ჩვენ სკოლაში სხვადასხვა სახის ღონისძიებას მივმართავთ:

  • ვიწვევთ სკოლაში მოსწავლეებისთვის  საინტერესო ადამიანებს, რომლებიც წარმატებული არიან თავიანთ  პროფესიაში;
  • ვთანამშრომლობთ სხვადასახვა უნივერსიტეტთან, ვიწვევთ სკოლაში და ვაძლევთ საშუალებას ჩაატარონ საინტერესო პრეზენტაციები, გააცნონ ის დისციპლინები  და საგნები, რომლებსაც ამა თუ იმ ფაკულტეტზე ასწავლიან;
  • აბიტურიენტებს მუდმივად ვაწვდით ინფორმაციას ღია კარის დღეებსა, თუ სხვა საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების შესახებ, რომლებიც  მომავალი სტუდენტებისათვის იმართება უმაღლეს სასწავლებლებში;
  • განსაკუთრებულ დახმარებას ვუწევთ  გამოსაშვები გამოცდების (CAT)  ჩამარებაში: ვატარებთ დამატებით მეცადინეობებს, პრეტესტებს;
  • ვთავაზობთ მე-12 კლასელებს აბიტურს სხვადასხვა საგანში;
  • 12 კლასის მეორე სემესტრში ვთავაზობთ გაიარონ მოსამზადებელი კურსი ზოგადი უნარების გამოცდისთვის;
  • შექმნილი გვაქვს  ტესტების ელექტრონული ბაზა საგამოცდო საგნებში.

ტრადიციად იქცა უფროსკლასელებისა და  ჩვენი კურსდამთავრებულების შეხვედრები ყოველი წლის დეკემბერში, სადაც უფროსი მეგობრები უზიარებენ  თავიანთ გამოცდილებას და ხედვას სკოლის შემდგომი პერიოდის შესახებ  უმცროს მეგობრებს.

 

საუნივერსიტეტო განათლების მრჩეველი
მაია გოგოლაძე
m.gogoladze@europeanschool.ge