საქველმოქმედო აქცია "აჩუქე სითბო"

14.12.2018

ჩვენი სკოლის ამერიკული სექტორის მოსწავლეები წითელი ჯვრის საქველმოქმედო აქციას შეუერთდნენ.
რამდენიმე დღის განმავლობაში, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები “გალერია თბილისს“ სტუმრობდნენ, სადაც წინასაახალწლო საქველმოქმედო აქცია “აჩუქე სითბო” მიმდინარეობდა.
სავაჭრო ცენტრში საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ მოაწყო “წითელი ჯვრის კუთხე“, რომლის თაროებზეც მარტოხელა ბენეფიციარების ისტორიები იყო განთავსებული. ნებისმიერ მსურველს შეეძლო გაეზიარებინა ეს ისტორიები და თავისი წვლილი და სითბო ეჩუქებინა მათთვის, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება.
შემოწირულობის ყუთიდან შემოსული თანხით აშენდება დღის სოციალური ცენტრი ხანდაზმულებისთვის.
ჩვენმა მოსწავლეებმა ძალიან კარგად გაართვეს თავი დავალებას და საკუთარი წვლილი შეიტანეს ამ კამპანიის წარმატებით განხორცილებაში.

Share on: