საშობაო გამოფენა

18.12.2018

ევროპული სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების საშობაო გამოფენის გახსნაზე მოწვეული იყვნენ სტუმრები – შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი და თბილისის საპატიო მოქალაქე, მხატვარი ქეთი მატაბელი და მოზარდმაყურებელთა თეატრის მთავარი მხატვარი ნინო ჩიტაიშვილი.
გამოფენაში მონაწილეობა მიიღეს ქართული სექტორისა და საერთაშორისო ბაკალავრიატის მოსწავლეებმა. წარმოდგენილი იყო შობა-ახალი წლის თემატიკაზე მრავალფეროვანი ტექნიკითა და მასალით შექმნილი ფერწერული თუ გრაფიკული ნამუშევრები, კოლაჟები და კონსტრუქციები.
გამოფენის გახსნის შემდეგ, გაიმართა შეხვედრა მხატვარ ქეთი მატაბელთან. მან ისაუბრა სახვითი ხელოვნების მნიშვნელობაზე, საკუთარ შემოქმედებასა და ახალ პროექტებზე. დასასრულს, ქალბატონმა ქეთიმ უპასუხა უფროსკლასელთა შეკითხვებს.
კიდევ ერთი საინტერესო ფურცელი ჩაიწერა ევროპული სკოლის ისტორიაში.

Share on: