სიახლეები და ღონისძიებები

სიახლეები

საახალწლო ზეიმი "თოვლის წვეულება"

28 Dec 2017

27 დეკემბერს საახალწლო ზეიმი ჩატარდა ევროპული საბავშვო ბაღის ინგლისურენოვანი ჯგუფების აღსაზრდელებისთვის. კიდევ ერთი ულამაზესი თეთრი წვეულება, ლამაზი სცენებით, მუსიკით, ცეკვებით, დასრულდა. ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!

მხიარული სტარტები

01 Dec 2017

პირველ დეკემბერს ევროპულ ბაღში ჩატარდა მხიარული სტარტები: “გავაცილოთ შემოდგომა და შევეგებოთ ზამთარს“. აქტივობაში ბაღის ყველა ჯგუფთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მასწავლებლები. ბავშვები დაიყვნენ ორ ჯგუფად, რომელთაგან ერთი ნაწილი წარმოადგენდა ზამთარს, მეორე კი შემოდგომას.

ვემშვიდობებით შემოდგომას

28 Nov 2017

შემოდგომა იწურება. პატარა კულინარებმა ამოავლეს ტკბილი, გემრიელი ჩურჩხელები. ამ გამოცდილებამ ენთუზიაზმი და თავდაჯერებულობა შესძინა პატარებს. ევროპული ბაღის ბავშვები აცილებენ შემოდგომას და ემზადბიან ზამთრის შესახვედრად.

პატარა მზარეულები

22 Nov 2017

“ევროპული სკოლის“ საბავშვო ბაღში ბავშვები ტრანსდისციპლინარული თემის “პირადი მენეჯმენტის“ ფარგლებში გაეცნენ ჯანსაღი კვების წესებს, ვიტამინებს, როგორ იზრუნონ საკუთარ თავზე და სხვ. ბავშვებმა მოირგეს მზარეულის როლი და გაამზადეს სხვადასხვა კერძები და ნამცხვრები.

გავეცნოთ პროფესიებს!

26 Oct 2017

"ევროპულ ბაღში" პროფესიებს ვეც ნობით. დღეს ბავშვები ესტუმრნენ  ექიმის კაბინეტს, დაათვალიერეს ოთახი და ექიმისთვის საჭირო ხელსაწყოები. პატარებმა  შეკითხვები დაუსვეს სკოლის ექიმს და  პაციენტიც მიიღეს, რომელიც ამჟამად სკოლის მოსწავლეა, რამდ ენიმე წლის წინ კი "ევროპული ბაღის" აღსაზრდელი იყო.

ხელების დაბანის მსოფლიო დღე

13 Oct 2017

13 ოქტომბერს “ევროპული სკოლის“ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის მოზარდებმა აღნიშნეს “ხელების დაბანის მსოფლიო დღე“ .

ესტონეთის დელეგაცია ევროპულ სკოლაში

06 Oct 2017

5 ოქტომბერს ევროპულ სკოლაში სტუმრად იმყოფებოდა დელეგაცია ესტონეთიდან. ვიზიტის მიზანი იყო, დელეგაციის წევრები გაცნობოდნენ სკოლამდელი აღზრდის ცენტრის პროგრამას. სტუმრობისას პედაგოგებმა დაათვალიერეს სკოლამდელი აღზრდის ცენტრი, დაესწრნენ მეცადინეობებს, ბოლოს კი, სკოლის კაფეტერიაში მოეწყო ვიზიტის შეჯამება.