სკოლის დაცვა და უსაფრთხოება

ბავშვების, თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენ გაგვაჩნია უსაფრთხოების შესაბამისი მექანიზმები და სისტემები:

დაცვის თანამშრომლები

სკოლისა და მოსწავლეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ჩვენ გვყავს კვალიფიციური დაცვის თანამშრომლები, რომლებიც მზად არიან, საჭირო დროს სკოლის უსაფრთხოება დაიცვან. დაცვის თანამშრომლები პასუხისმგებელნი არიან შემდეგ საქმიანობაზე:

სკოლის გარშემო პატრულირება

უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით დაცვის თანამშრომლებს სკოლის გარშემო და სკოლის შენობაში გააჩნიათ სადარაჯო პოსტები. დაცვის ერთ-ერთი თანამშრომელი იმყოფება სკოლის შესასვლელში, სადაც ის სკოლის ყოველ კუთხეს აკონტროლებს კამერების მეშვეობით. სკოლის შესასვლელ-გასასვლელები დაცულია 24 საათის განმავლობაში. დაცვის თანამშრომლები აწარმოებენ მოულოდნელ შემოწმებებსაც, რათა დარწმუნდნენ, რომ სკოლაში არ არის შემოტანილი აკრძალული ნივთები.

მოსწავლეების ზედამხედველობა და დაცვა

დაცვის თანამშრომლები სასკოლო ექსკურსიაზე თან მიჰყვებიან მოსწავლეებს, რათა დარწმუნდნენ, რომ ისინი იკავებენ თავიანთ ადგილებს ავტობუსებში; თავიდან იცილებენ კონფლიქტებს მოსწავლეებს შორის, ხოლო სკოლაში ყოფნისას უზრუნველყოფენ სხვადასხვა ტიპის გართულებებისაგან მოსწავლეების დაცვას.

რეაგირება საგანგებო სიტუაციის დროს

დაცვის თანამშრომლებმა იციან, როგორ უნდა მოიქცნენ საგანგებო სიტუაციის დროს, როგორ მოახდინონ სკოლის ევაკუირება მაქსიმალურად მოკლე დროში ქაოსისა და პანიკის გარეშე; გარდა ამისა, სწორედ მათ ეკისრებათ სახანძრო და სამედიცინო სამსახურებთან დაკავშირების პასუხისმგებლობა საგანგებო სიტუაციის შექმნის შემთხვევაში.

დაშვების კონტროლის სისტემა/Access Control System (ACS)

დაშვების კონტროლის სისტემა (ACS) იცავს სკოლის შემოსასვლელებს გარეშე პირებისაგან.

სისტემა მოიცავს სხვადასხვა ელემენტს, მათ შორის: ტურნიკეტი, ელექტრონული საშვები, ვიდეომონიტორინგი.

ვიზიტორთა მენეჯმენტის სისტემა გარეშე პირების სკოლის ტერიტორიაზე შესვლის პრევენციის საშუალებას იძლევა.

სათვალთვალო სისტემა/CCTV Monitoring

სათვალთვალო სისტემა/CCTV  (Closed Circuit Television) სკოლის უსაფრთხოების სისტემის მნიშვნელოვან რესურსს წარმოადგენს. ვიდეოკამერები აკონტროლებენ სკოლის საერთო არეალს, ლაბორატორიებს, დერეფნებს, გასახდელების მიმდებარე ტერიტორიას, კიბეებსა და კაფეტერიებს. გარე კამერები აკონტროლებენ შენობის მთელ პერიმეტრს, ღობეებს, ჭიშკრებსა და ავტოსადგომს. სათვალთვალო სისტემის მეშვეობით უსაფრთხოების თანამშრომლებს შეუძლიათ, მომენტალურად დააფიქსირონ საეჭვო სიტუაცია.

სახანძრო სისტემა

სკოლის ტერიტორიაზე მყოფი ადამიანების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სკოლაში დაინსტალირებულია სახანძრო სისტემა. აღნიშნული სისტემა ინტეგრირებულია ყველა საკლასო ოთახში, კაბინეტსა თუ ლაბორატორიაში. საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში გათვალისწინებული პროცედურების შესასწავლად სკოლაში ტარდება წვრთნები და ტრენინგები. თანამშრომლებს მიეწოდებათ ინფორმაცია, თუ სად არის დამონტაჟებული ხანძარსაწინააღმდეგო შადრევნები (ე.წ. sprinklers), რათა შეძლონ დაუყოვნებლივი რეაგირება. ჩვენი სისტემებისა და თანამშრომლების სრული მზადყოფნისთვის ყოველწლიურად ტარდება წვრთნები და  ვარჯიშები, გარდა ამისა, სკოლის ყველა გასასვლელი არის მკაფიოდ გამოყოფილი და აღქმადი, რაც უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში შენობიდან დროულად და უსაფრთხოდ გაღწევას.