სკოლის ისტორია

თავისი არსებობის 10 წლის მანძილზე “ევროპული სკოლის“ განვითარების გზა სიახლეებით იყო გამორჩეული. სკოლა 2007 წელს დაფუძნდა. დასაწყისში ის მოიცავდა სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მერვე კლასის ჩათვლით არსებულ საფეხურებს. “ევროპული სკოლის“ დაარსების თავდაპირველი მიზანი იყო, ქართველი მოზარდებისთვის შეეთავაზებინა მაღალი ხარისხის დაწყებითი და საშუალო განათლება და მყარი საფუძველი ინგლისურ ენაში. ეს  ყოველივე მათ დაეხმარებოდა წარმატებების მიღწევაში როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ, მოსწავლის და მისი მშობლების საგანმანათლებლო მიზნებთან არსებული არჩევნიდან გამომდინარე.

“ევროპული სკოლა“ საქართველოში მალევე გახდა პოპულარული. სკოლამ მოიპოვა განსაკუთრებული წარმატებები და არსებობის პირველსავე წლებში შეძლო სწრაფი ზრდა-განვითარება. აღნიშნული წარმატებების შედეგად სკოლის დამაარსებლებმა გადაწყვიტეს, მოსწავლეებისა და მშობლებისთვის საერთაშორისო პროგრამებიც შეეთავაზებინათ.

2009 წელს “ევროპულმა სკოლამ“ მოიპოვა საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის (IB DP) ავტორიზაცია, რომელიც მოიცავს მე-11-12 კლასებს. სკოლა გახდა საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) მსოფლიო სკოლა. ამის შემდეგ დაინერგა საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამა (IB MYP), რათა ბავშვებს საშუალება ჰქონოდათ, ადრეული საფეხურიდანვე დაეწყოთ საერთაშორისო განათლების მიღება. “ევროპულმა სკოლამ“ საერთაშორისო ბაკალავრიატის საბაზო პროგრამის (IB MYP) ავტორიზაცია მოიპოვა 2012 წელს. ამავე პერიოდში დაინერგა საერთაშორისო ბაკალავრიატის დაწყებითი პროგრამა (PYP), რომელმაც ავტორიზაცია  2016 წელს მიიღო. საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამების დანერგვით მოსწავლეებს საშუალება მიეცათ, გადასულიყვნენ სკოლაში არსებული  ერთი პროგრამიდან მეორეში, ნაცვლად სხვა საერთაშორისო სკოლის ძიებისა და შენაცვლებისა. დღესდღეისობით სკოლაში მოქმედებს  საერთაშორისო ბაკალავრიატის (IB) სამივე ავტორიზებული პროგრამა.

2010 წელს “ევროპულმა სკოლამ“ გაიარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აკრედიტაცია, ხოლო ხელმეორე ავტორიზაცია გაიარა 2016 წელს.

2016-2017 სასწავლო წელი საინტერესო სიახლეებით დაიწყო სკოლაში, რაც იყო შედეგი უამრავი ადამიანის ნაყოფიერი მუშაობისა. 2016 წლის სექტემბერში დაარსდა ამერიკული უმაღლესი სკოლა (AHS),რომელმაც დანერგა ამერიკული პროგრამა მე-8-12 კლასებში. გარდა ამისა, ამერიკული უმაღლესი სკოლა მოსწავლეებს სთავაზობს AP  პროგრამას,  PSAT-ისა და  SAT-ის გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსებს. ამერიკულ უმაღლეს სკოლაში არსებულმა ამერიკული განათლების დეპარტამენტმა(AED) აღნიშნული გამოცდების ჩატარების ლიცენზია 2012 წელს მიიღო.

2015 წლის ივნისში ამერიკულმა უმაღლესმა სკოლამ მიიღო ამერიკული ორგანიზაცია AdvancED-ისა და კოლეჯებისა და სკოლების ჩრდილო-ცენტრალური ასოციაციის (NCA) სრული აკრედიტაცია.

2015 წლის ნოემბერში “ევროპული სკოლა “გახდა College Board-ის წევრი,  2016 წელს კი -საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრი. ამავე წელს სკოლას გადაეცა “დარგის ლიდერის“  ოქროს მედალი.

როგორც საერთაშორისო სკოლა, “ევროპული სკოლა“ წარმოადგენს გარემოს, რომელშიც ქართველი და უცხოელი მოსწავლეები იღებენ განათლებას კეთილგანწყობილ ატმოსფეროში. ჩვენი უმთავრესი მიზანია, ხელი შევუწყოთ  მოსწავლეებს, გახდნენ გლობალურად მოაზროვნე, საერთაშორისო მოქალაქეები.

დღეს  “ევროპული სკოლა“ ამაყობს იმით, რომ თანამედროვე ბაზითა და კეთილმოწყობით, უახლესი ციფრული ინფრასტრუქტურითა და ქსელებით, სამეცნიერო ლაბორატორიებითა და რობოტიქსის კლასებით,  ქვეყნისა და რეგიონის მასშტაბით მიჩნეულია ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო ინსტიტუციად.

დაარსებისას “ევროპული სკოლის“ კარი შეაღო  311-მა მოსწავლმე 1-ლიდან მე-8 კლასის ჩათვლით. ამჟამად სკოლაში ირიცხება 30 განსხვავებული ეროვნების 809 მოსწავლე. კულტურული მრავალფეროვნება სრულყოფს “ევროპულ სკოლაში“ არსებულ განათლების მაღალ დონეს.

ბოლო ათი წლის განმავლობაში “ევროპული სკოლა“ მოსწავლეებს აწვდიდა იმ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს, რომლებიც მუდმივად განვითარებად   მსოფლიოში წარმატებების მისაღწევადაა აუცილებელი. დღეს ჩვენი კურსდამთავრებულები წარმატებით აგრძელებენ სწავლას მსოფლიოს სხვადასხვა პრესტიჟულ კოლეჯებსა და უნივერსიტეტებში.

სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვიპოვეთ სწორი მიმართულება; ვცდილობთ, მივაღწიოთ ჩვენს მაქსიმუმს და განვაგრძოთ გზა სრულყოფისკენ.