ჩვენი მისია

“ევროპული სკოლა” მოსწავლეებს სთავაზობს საუკეთესო განათლებას მზრუნველ და აკადემიური გამოწვევებით აღსავსე გარემოში, აძლევს შესაძლებლობას, მიაღწიონ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს და გახდნენ ქმედითუნარიანი, საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის მქონე, გლობალური მოქალაქეები.

ჩვენი ღირებულებები

ჩვენი, ღირებულებებზე დაფუძნებული საერთაშორისო განათლება, ეყრდნობა იმ ძირეულ ფასეულობებს, რომლებიც შერწყმულია “ევროპული სკოლის“ ყველა აკადემიურ თუ კლასგარეშე ღონისძიებასთან. ჩვენთვის პრიორიტეტულია ის ოთხი ფუნდამენტური ღირებულება, რომელიც  ჩვენი საქმიანობის საფუძველია, კერძოდ:

  • ინოვაციის გზით სვლა;
  • სწრაფვა სრულყოფილებისკენ;
  • განვითარება სწავლის საშუალებით;
  • გლობალური მოქალაქეობა.

ამ ძირეული ღირებულებებით ჩვენ წავახალისებთ დამოუკიდებლად სწავლას  და  მოსწავლეებს საშუალებას ვაძლევთ, გაითავისონ პასუხისმგებლობა. “ევროპულ სკოლაში“  სწავლობენ მრავალფეროვანი კულტურის დაფასებას მისი მიღებითა  და ტოლერანტობით. ეს მოსწავლეებს ეხმარება,  გახდნენ მსოფლიო მოქალაქეები.

ჩვენ   ვიღწვით, რათა:

  • შევქმნათ ინკლუზიური, მრავალფეროვანი და ინოვაციური სწავლის გარემო;
  • განვავითაროთ და გავაძლიეროთ ჩვენი მოსწავლეები ინტელექტუალურად, შემოქმედებითად, სოციალურად, ფიზიკურად და ეთიკურად ქართულ კულტურასთან ჰარმონიაში;
  • ყურადღება გავამახვილოთ აკადემიურ სრულყოფილებასა და კეთილსინდისიერებაზე;
  • ხელი შევუწყოთ მუდმივად ცოდნის მაძიებლების ჩამოყალიბებას.